Sunday, April 29, 2018

მაიკ პომპეო: ირანი ტერორიზმის დამფინანსებელია


ირანი რეგიონში დესტაბლიზაციის შემქმნელი და ტერორიზმის დამფინანსებელია. ამის შესახებ აშშ-ის ახლადარჩეულმა სახელმწიფო მდივანმა ერ-რიადში პირველი ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას WSJ ავრცელებს.
მაიკ პომპეოს განმარტებით, შეერთებული შტატები მის ევროპელ მოკავშირეებთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა ირანის ბირთვული შეთანხმების საკითხი მოგვარდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიაჩნია, რომ არსებული ფორმით წარმოდგენილი გარიგება ნდობას არ იმსახურებს. 
პრესკონფერენციაზე საუბრისას პომპეომ დონალდ ტრამპის ნათქვამი კიდევ ერთხელ გააჟღერა და განმარტა, რომ შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვოს. 
მანამდე ირანის პრეზიდენტი ამბობდა, რომ დასავლეთს 2015 წლის გარიგების შეცვლის უფლება არ ჰქონდა. 
ამ თემაზე 22 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა  მუჰამედ ჯავად ზარიფმა CBS-სთან ისაუბრა და დასძნა, რომ თუ აშშ შეთანხმებას დატოვებს, თეირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს.
ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით. ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღეს მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა მოხსნოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა.
მაიკ პომპეო, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ფიცი გასულ კვირას დადო, ერ-რიადის შემდეგ ჩასვლას გეგმავს იორდანიასა და პალესტინაში. მანამდე მაიკ პომეომ პირველად მიიღო მონაწილეობა სახელმწიფო მდივნის რანგში ბრიუსელში გამართული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment