Friday, June 29, 2018

საგამოცდო ცენტრებისთვის მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს შეიძენენ

სასწრაფოდ, პირდაპირი შესყიდვის წესით შევიძენთ მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმინისტრისგან მიიღეს დავალება, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრები გამოცდების პერიოდში ​კონდიციონერებით აღიჭურვოს.
როგორც მურღულიამ აღნიშნა, შესაძლოა, 22-ვე საგამოცდო ცენტრის 800-ვე სექტორში კონდიცირების დამონტაჟება ვერ მოესწროს.
გუშინ, კონდიციონერების პრობლემის საკითხს გამოეხმაურა პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. მისი თქმით, ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა. მთავრობის სხდომაზე კი ამ პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში (2 დ 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი.
თბილისის მერიამ კი გაავრცელა ინფრომაცია, რომ ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების 5 მარშრუტს დანიშნავს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

რის გამო მოხდა კონფლიქტი ირაკლი ნოზაძესა და თამთა ჯანჯღავას შორის - რა უთხრა ადვოკატს მომღერალმა

ირაკ­ლი ნო­ზა­ძის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მო­კი­თხვა დღეს არ მოხ­დე­ბა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მომ­ღე­რალ ირაკ­ლი ნო­ზა­ძის ად­ვო­კატ­მა ნიკა სად­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გა­მო­კი­თხვა დაჭ­რი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვერ ხერ­ხდე­ბა.
„ირაკ­ლი ნო­ზა­ძის გა­მო­კი­თხვა სა­ვა­რა­უ­დოდ ორ­შა­ბათს მოხ­დე­ბა. დღეს ეს ვერ ხერ­ხდე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო,“ - გა­ნა­ცხა­და ნიკა სად­რა­ძემ.
ად­ვო­კატ­მა ასე­ვე უპა­სუ­ხა კი­თხვას, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რის მო­ტი­ვი ნარ­კო­ტი­კე­ბი იყოს და აღ­ნიშ­ნა, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჭო­რია. მი­სი­ვე თქმით, რა­ი­მე ტი­პის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გამო კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბას თა­ვად ირაკ­ლი ნო­ზა­ძე გა­მო­რი­ცხავს.
„ირაკ­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს აღ­ნიშ­ნულ თე­მას. ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც. ეს არის აგო­რე­ბუ­ლი ჭორი. თან­ხას რაც შე­ე­ხე­ბა, ირაკ­ლი ნო­ზა­ძე ამ­ბობს, რომ კონ­ფლიქ­ტი ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო. მას უნდა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა სა­ღა­მოს ეს თან­ხა, ვერ და­აბ­რუ­ნა და, წარ­მო­იშ­ვა კონ­ფლიქ­ტი. კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე მი­ი­ღო ორი ჭრი­ლო­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ნიკა სად­რა­ძემ.მომ­ღე­რალ ირაკ­ლი ნო­ზა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ თამ­თა ჯან­ჯღა­ვას და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ნა­თია თო­ფუ­რი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.
ჯგუფ „ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის“ სო­ლის­ტი ირაკ­ლი ნო­ზა­ძე რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაჭ­რეს. საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ორი გოგო და­ა­კა­ვა, მათ შო­რის თამ­თა ჯან­ჯღა­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, მის მე­გო­ბარ ნა­თია თო­ფუ­რი­ას კი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა.
ჯან­ჯღა­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით ბრალს არ აღი­ა­რებს და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.
მისი ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნო­ზა­ძეს­თან კონ­ფლიქ­ტი ვალს უკავ­შირ­დე­ბო­და.
თა­ვად მომ­ღე­რა­ლი ამ დრომ­დე ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

Motorola-ს კომპანია iPhone X-ის მსგავს სმარტფონს გამოუშვებს

ინტერნეტში ახალი სმარტფონის Motorola One-ის და One Power-ის ფოტოები გავრცელდა. ამის შესახებ გამოცემა AndroidHeadlines-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს. 
სმარტფონს "უჩარჩო" ეკრანი ექნება, ისევე როგორც iPhone X-ს. მთლიანად გაჯეტის კონსტრუქცია თითქმის იმეორებს iPhone X-ის მოდელს. 
Motorola One Power-ეს 6,2 დიუმიანი ეკრანი ექნება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

კასპის მუნიციპალიტეტიდან გატაცებული 94 წლის მოხუცი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

კასპის მუნიციპალიტეტის  სოფელ საკორინთლოდან დღეს გატაცებული 94 წლის მოხუცი ერგნეთში ქართველ სამართალდამცველებს ამ წუთებში გადმოსცეს. გორა ღარიბაშვილს გორის პოლიციის სამმართველოში გამოკითხავენ და ამის შემდეგ სახლში დააბრუნებენ.
მოხუცი გატაცების მომენტში სოფლის განაპირას პირუტყვს აძოვებდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

სალმან რუშდის რომანზე „შუაღამის შვილები“ სერიალს გადაიღებენ

სალმან რუშდის გახმაურებულ რომანს, „შუაღამის შვილებს” ნეტფლიქსი ტელესერიალის სახით გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ Hollywoodreporter-ი ავრცელებს
„შუაღამის შვილები” ინდური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის ერთ-ერთი საკულტო რომანია, რომელიც რუშდიმ 1981 წელს დაწერა. რომანი ერთგვარი ქრონიკაა ინდური ოჯახის, რომელიც საცხოვრებლად პაკისტანში გადადის.
„შუაღამის შვილები” მაგიური რეალიზმის ჟანრში ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევა. Netflix-მა აღნიშნული წიგნის ეკრანიზაციაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

აბიტურიენტთა საყურადღებოდ - ცვლილება ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში

უახლოეს დღეებში (2 და 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი: 

ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).

5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).


6 ივლისს გამოცდები უცვლელად ჩატარდება.

იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტების უმეტესობას უკვე ამობეჭდილი აქვს საგამოცდო ბარათი, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. აბიტურიენტი გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდეს.

აღნიშნული ცვლილებები აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა.


ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა
აბიტურიენტი განაწილებული იყო
აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს
2 ივლისს 14:00 საათზე
4 ივლისს 08:00 საათზე
3 ივლისს 14:00 საათზე
5 ივლისს 08:00 საათზე
ზოგადი უნარების გამოცდა
აბიტურიენტი განაწილებული იყო
აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს
5 ივლისს 08:00 საათზე
7 ივლისს 08:00 საათზე
5 ივლისს 14:00 საათზე
7 ივლისს 14:00 საათზე
6 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდა ჩატარდება უცვლელად

რას უპირებს პრემიერი "ჯიპებსა" და ე.წ. პერსონალურ მანქანებს - "წარვადგენ ახალ ინიციატივას"

სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც ზო­გი­ერთ სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით პერ­სო­ნა­ლურ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.
პრე­მი­ე­რი ავ­ტო­პარ­კის თე­მა­ზე მთავ­რო­ბის უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მოს­ვლას გეგ­მავს.
“მთავ­რო­ბის შემ­დეგ სხდო­მა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად წარ­ვად­გენ ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ “ჯი­პებს“, არა­მედ ზო­გა­დად ავ­ტო­პარკს - გან­სა­კუთ­რე­ბით ე.წ. პერ­სო­ნა­ლურ მან­ქა­ნებს შე­ე­ხე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ის სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც ამ მხრივ ზო­გი­ერთ სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში არის, არის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი - მე ვი­ტყო­დი - კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი. ჩვენ გვექ­ნე­ბა ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და მთავ­რო­ბის შემ­დეგ სხდო­მა­ზე წა­მო­ვად­გენ, რო­მე­ლიც ზო­გა­დად ეხე­ბა ავ­ტო­პარკს - ნე­ბის­მი­ე­რი მან­ქა­ნის ჩათ­ვლით. გან­სა­კუთ­რე­ბით პერ­სო­ნა­ლურ ავ­ტო­მო­ბი­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/