Friday, June 29, 2018

რას უპირებს პრემიერი "ჯიპებსა" და ე.წ. პერსონალურ მანქანებს - "წარვადგენ ახალ ინიციატივას"

სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც ზო­გი­ერთ სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით პერ­სო­ნა­ლურ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.
პრე­მი­ე­რი ავ­ტო­პარ­კის თე­მა­ზე მთავ­რო­ბის უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მოს­ვლას გეგ­მავს.
“მთავ­რო­ბის შემ­დეგ სხდო­მა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად წარ­ვად­გენ ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ “ჯი­პებს“, არა­მედ ზო­გა­დად ავ­ტო­პარკს - გან­სა­კუთ­რე­ბით ე.წ. პერ­სო­ნა­ლურ მან­ქა­ნებს შე­ე­ხე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ის სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც ამ მხრივ ზო­გი­ერთ სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში არის, არის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი - მე ვი­ტყო­დი - კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი. ჩვენ გვექ­ნე­ბა ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და მთავ­რო­ბის შემ­დეგ სხდო­მა­ზე წა­მო­ვად­გენ, რო­მე­ლიც ზო­გა­დად ეხე­ბა ავ­ტო­პარკს - ნე­ბის­მი­ე­რი მან­ქა­ნის ჩათ­ვლით. გან­სა­კუთ­რე­ბით პერ­სო­ნა­ლურ ავ­ტო­მო­ბი­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment