Friday, July 27, 2018

ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-13 ჩოგანი დაამარცხა! - ქართველი ჰამბურგის ტურნირის 1/2 ფინალშია!

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის 500-იანთა კატეგორიის ტურნირზე შესანიშნავ სვლას აგრძელებს. ფილიპ კოლშრაიბერისა და პაბლო კუევასის დამარცხების შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო "თიხისტის", პაბლო კარენო-ბუსტას ჯერიც დადგა.
ბასილაშვილი და მიმდინარე ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილი, მსოფლიოს მე-13 ჩოგანი, კარენო-ბუსტა ერთმანეთს პირველად ხვდებოდნენ.
თამაშის მიმდინარეობისას ჩანდა, რომ ინიციატივა ქართველს ჰქონდა და შეხვედრას იგი აკონტროლებდა, ესპანელი კი ტემპის დაგდებას ცდილობდა, რაც საბოლოო ჯამში, არ გამოუვიდა...

ნიკოლოზი ჩვეულად აგრესიული იყო და მეტოქეს მატჩის მისთვის სასურველ რიტმში გადაყვანის საშუალებას არ აძლევდა, თავად კი ზუსტად მოქმედებდა და პირველ პარტიაში 5:4-ზე სეტზეც აწვდიდა, მაგრამ ჩაწოდება დათმო და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც სიტუაციას ისევ საქართველოს პირველი ჩოგანი კარნახობდა და შემოკლებული გეიმი 7:3-ზე დახურა.
ამას მეორე სეტის ბრეიკით დაწყება მოჰყვა, კარენო ბუსტა კი სათავისოდ ათამაშებას ვერაფრით ახერხებდა, თუმცა ესპანელმა ერთ მომენტში ინიციატივა ჩაიგდო და თითქმის 5:4-ზე ბრეიკით გავიდა წინ, მაგრამ ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და ჯერ საკუთარი გეიმი, შემდეგ კი მეტოქის მოიგო და თამაშიც დაასრულა - 7:6; 6:4. 
ქართველმა ჩოგბურთელმა 6 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე ქულების 75%, მეორეზე კი 56% მოიგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან გამარჯვებას მიაღწია და საკუთარ "ოქროს ჩამონათვალს" კიდევ ერთი წონადი სახელი - პაბლო კარენო ბუსტა შემატა. მას აქამდე დომინიკ ტიმი, ტომაშ ბერდიხი, ჟილ სიმონი, ტომი ჰაასი, ივო კარლოვიჩი, ბორნა ჩორიჩი და ფელისიანო ლოპესი დაუმარცხებია.
ამასთანავე, 26 წლის ქართველმა 500-იანი ტურნირის 1/2 ფინალში პირველად გააღწია, რაც ასევე მნიშვნელოვანი წარმატებაა. დიდი სლემისა და 1000-იანი მასტერსის შემდეგ, ჩოგბურთში ამ კატეგორიის ტურნირი ყველაზე პრესტიჟულია.
შედეგად, ნიკა ჰამბურგის ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა, რითაც 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. მისი მომდევნო მოწინააღმდეგე ახალგაზრდა და ნიჭიერი ჩილელი, ნიკოლას იარი იქნება. 22 წლის სამხრეთ ამერიკელი კარგ ფორმაშია და დღეს, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ დომინიკ ტიმს მოუგო. მეორე ნახევარფინალში, ლეონარდო მაიერი და იოზეფ კოვალიკი ხვდებიან.
crystalsport.ge

Thursday, July 26, 2018

2018 წლის ზოგადი უნარების ტესტების სკანირება დაიწყო – როდის გამოქვეყნდება შედეგები


ზოგადი უნარების გამოცდის შემდეგ 2018 წლის აბიტურიენტებს არაერთი კითხვა დაუგროვდათ. ამასთან, აპლიკანტებისგან არის პრეტენზია ერთ–ერთი დავალების სისწორის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდების ცენტრი მუშაობის პროცესშია და ბევრ კითხვაზე ჯერ პასუხები არ არის, EDU.ARIS.GE-ს კითხვებს ზოგადი უნარების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე პასუხობს.
რა ეტაპზეა ამჟამად გასწორების პროცესი, თუ არის ცნობილი დაახლოებით რამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა ზოგადი უნარების გამოცდაში?
–მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომები მანქანურად სწორდება, არ უნდა ვიფიქროთ, რომ პროცესი ძალზე სწრაფად მიმდინარეობს. არსებობს მთელი რიგი ეტაპებისა, რომლებიც უზრუნველყოფს გასწორების სიზუსტეს და ყველა ეს ეტაპი უნდა იქნას გავლილი. ამჟამად მიმდინარეობს ნაშრომების დასკანერება, ამიტომ ჯერ იმის შესახებ ლაპარაკი, აბიტურიენტთა რამდენმა პროცენტმა გადალახა ან ვერ გადალახა ბარიერი, ძალიან ადრეა.

თუ არის უკვე ცნობილი, რომელი ვარიანტი დასახელდება რთულად და რა უპირატესობით ისარგებლებენ რთული ვარიანტის აბიტურიენტები?
ვარიანტები რთულად არ სახელდება, არამედ აბიტურიენტთა მიერ მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელი ხდება თითოეული ვერსიის საშუალო ქულისა და სირთულის მაჩვენებლის განსაზღვრა. შესაბამისად, სანამ ნაშრომები გასწორებული არ არის, სირთულეებზე ვერ ვილაპარაკებთ.
ასევე არასწორია, ვიფიქროთ, რომ ვინმე რაიმე უპირატესობით ისარგებლებს – იმისათვის, რომ ტესტის ვერსიების სირთულის სხვადასხვა მაჩვენებლის გამო აბიტურიენტები არათანაბარ პირობებში არ აღმოჩნდენენ, ვიყენებთ გაიგივების პროცედურას. მისი საშუალებით ხდება ამა თუ იმ ვერსიის თითოეული ქულის გაიგივება – ერთგვარად გათანაბრება.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ვთქვათ, რთულ ვარიანტში ბარიერმა დაიწია 21-მდე, ის აბიტურიენტი რომელმაც ნედლი ქულით მიიღო 23 ქულა, გადალახულად ეთვლება თუ არა ბარიერი?
–თუ რომელიმე ვარიანტში ბარიერი დაიწევს 21 ქულამდე, ცხადია, ამ კონკრეტულ ვარიანტში 23 ქულა ბარიერის გადალახვას ნიშნავს.
რაც შეეხება დავალებებს, რომელი ტიპის დავალებები უჭირთ წლევანდელ აბიტურიენტებს და ეყოთ თუ არა გამოცდისთვის გამოყოფილი დრო?
–დავალებათა სირთულის კოეფიციენტები და სხვა ფსიქომეტრული მაჩვენებლები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება ვიმსჯელოთ, რომელი ბლოკის დავალებებზე მუშაობა გაუჭირდათ აბიტურიენტებს წელს,  მხოლოდ ნაშრომების გასწორების დასრულების შემდეგ დგინდება. მანამდე შეუძლებელია ვიცოდეთ რაიმე დავალებათა სირთულე-სიმარტივეზე.
რაც შეეხება გამოცდისთვის განკუთვნილ დროს, ამის შესახებ შეგვიძლია მოგახსენოთ საგამოცდო პროცესზე დაკვირვებით მიღებულ შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით – როგორც ვერბალური ნაწილის, ისე მთლიანად ტესტირების დასრულების სურათი (არ ვგულისხმობთ ფორმალურად ტესტისთვის განკუთვნილ დროს, არამედ აბიტურიენტების ქცევას ამა თუ იმ ნაწილის დასრულების დროს) იყო ისეთივე, როგორც წინა წლებში.
აბიტურიენტები მეორე ვარიანტში 41- დავალების პასუხის სისწორეს აპროტესტებდნენ. რას გვეტყვით ამის შესახებ?
–ტესტის მეორე ვერსიის 41-ე დავალება სრულიად კორექტულია. ეს მათემატიური ნაწილის პირველი, ალბათ ყველაზე მარტივი დავალებაა. აბიტურიენტებს, რომლებმაც მოგვწერეს ან დაგვირეკეს, განვუმარტეთ  ყველაფერი. იმედი გვაქვს, მათ ტესტის სხვა დავალებები სწორად შეასრულეს და მაღალი შედეგის მიღებას ვუსურვებთ ყველას.
რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გამოქვეყნებას, გამოცდების ცენტრში ვარაუდობენ, რომ აბიტურიენტების ქულები სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი.
edu.aris.ge

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა


მსოფლიოს 82-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე მატჩი ჩაატარა ჰამბურგის ტურნირზე და მეოთხედფინალამდე გააღწია. მერვედფინალში ქართველმა საათსა და 44 წუთში დაამარცხა ურუგვაელი პაბლო კუევასი – 7:6(6), 6:4.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩში პირველი ბრეიკი კუევასმა შეასრულა და საწყის სეტში 3:1 დაწინაურდა, თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ბასილაშვილი დომინირებდა. მან 9 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა (მეტოქეს სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა) და ორჯერ აიღო ურუგვაელის მოწოდება.

პირველ სეტში ნიკამ მეექვსე გეიმში შეძლო უკუბრეიკის შესრულება და ანგარიში გაათანაბრა. 5:4-ზე, ბასილაშვილს ორი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა და პარტიის ბედი ტაი-ბრეიკმა გაარკვია. იქ ქართველმა სასწაული მოახდინა – 1:6 ჩამორჩა და კუევასს ხუთმაგი სეტბოლის შანსი მისცა, თუმცა, ხუთივე საფრთხე მოიგერია, ჯამში ზედიზედ შვიდი ქულა აიღო და მე-13 გეიმი 8:6 მოიგო.
მეორე სეტში გადამწყვეტი აღმოჩნდა მეშვიდე გეიმში ბასილაშვილის მიერ შესრულებული ბრეიკი. მომდევნო გეიმში ქართველმა ერთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და ამის შემდეგ, მესამე მატჩბოლზე შეძლო გამარჯვება.
ბასილაშვილის მეტოქე მეოთხედფინალში სლოვენიელი ალიაჟ ბედენესა და ესპანელი პაბლო კარენიო-ბუსტას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

Wednesday, July 25, 2018

სენსაცია: საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალში


ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფარიკაობაში, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას. აშშ-ს დამარცხების და მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, ქართველმა მოფარიკავეებმა კიდევ ერთი სენსაცია მოახდინეს, მსოფლიო რეიტინგის მეოთხე გუნდი, ირანის ნაკრები დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ირანის წინააღმდეგ ბრწყინვალედ იასპარეზა და 45:37 დაამარცხა მეტოქე. მომდევნო მეტოქე სამხრეთ კორეის ნაკრებია, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. საქართველო-სამხრეთ კორეის დაპირისპირება ამ წუთებში მიმდინარეობს. საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები საუკეთესო 4 გუნდში მოხვდა და ეს უკვე დიდი წარმატებაა.
popsport.com



Sunday, July 22, 2018

ფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა


ფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას ადგილზე მისულ სამართალდამცველსა და მძარცველს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა, შედეგად მძარცველი თავის არეში მძიმედ დაიჭრა. 
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის მე-19 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმოს. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
ipn.ge

კახეთში, გორსა და გარდაბანში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა

კახეთში, გორსა და გარდაბანში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში დაიტბორა სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხი სოფელი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კახეთიდან სულ 6 შეტყობინება შევიდა. საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

გორში საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების დატბორვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 18 შეტყობინება შევიდა. მაშველების მიერ ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი 3 ოჯახი. 

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

გორში საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. გარდაბანში, სოფელი კრწანისში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ შესულია 4 შეტყობინება. მაშველების მიერ 11 ოჯახიდან განხორციელდა 15 ადამიანის ევაკუაცია. 

სოფელ კრწანისში, საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დღეს დილით განახლდა. სტიქიის შედეგად, არც ერთ ქალაქში მოქალაქეები არ დაშავებულან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
ipn.ge

"ჯერ გააუპატიურა, მერე წყალში აყოფინებდა თავს, ვიდრე ქალი არ დაიხრჩო" - მალხაზ კობაურმა დანაშაული აღიარა?

21 ივ­ლისს, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში ხა­დას ხე­ო­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი სმი­ტე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის ფრაგ­მენ­ტე­ბი გავ­რცელ­და. კვლე­ვა სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო­ში ჩა­ტარ­და. დას­კვნის მი­ხედ­ვით, ლორა სმი­ტის სხე­ულ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის დნმ, რაც სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, რა­ი­ან და ქე­ი­ლებ სმი­ტე­ბის მკვლე­ლო­ბის ია­რაღ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია 4 წლის ქე­ი­ლე­ბის გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლი. დას­კვნის მი­ხედ­ვით, მას მიბ­ჯე­ნით ეს­რო­ლეს.
"პა­კეტ­ში წარ­წე­რით - 1 ორ­ლუ­ლი­ა­ნი სა­ნა­დი­რო თოფი, წარ­წე­რით BP 0048. მი­წის ბა­ლა­ხი­ა­ნი ნი­ა­და­გი­დან მო­თავ­სე­ბულ თოფ­ზე არ­სე­ბუ­ლი მო­ყა­ვის­ფრო ლა­ქე­ბი სის­ხლს არ წარ­მო­ად­გენს. ამა­ვე თოფ­ზე არ­სე­ბუ­ლი ბა­ლა­ხი­დან გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლი შე­რე­უ­ლია. გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლის მა­ჟო­რუ­ლი ძი­რი­თა­დი წილი ეკუთ­ვნის ქე­ლებ ის­მატ სმიტს, ხოლო მი­ნო­რუ­ლი წილი ეკუთ­ვნის მალ­ხაზ კო­ბა­ურს", - ნათ­ქვა­მია ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში, რო­მელ­საც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" ავ­რცე­ლებს.
"კვი­რის პა­ლიტ­რას" სან­დო წყა­რო გა­მო­ძი­ე­ბის და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე უყ­ვე­ბა:
"დად­გე­ნი­ლია, რომ კო­ბა­ურ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად რა­ი­ან სმი­ტი მოკ­ლა, შემ­დეგ კი ქე­ი­ლე­ბი, თო­ფის მიბ­ჯე­ნით, ტყვი­ამ ბავ­შვს თა­ვის ქალა ახა­და. ამის შემ­დეგ კო­ბა­უ­რი ქალს გა­ე­კი­და. ქალ­მა, ცხა­დია, ხე­ო­ბა­ში გზე­ბი და ბი­ლი­კე­ბი არ იცო­და და გაქ­ცე­ვი­სას რა­ღაც კლდეს მი­ად­გა, ვე­ღარ­სად წა­ვი­და. ჩიხ­ში მო­ექ­ცე­ულს კო­ბა­უ­რი და­ე­წია და ჯერ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და მერე, რო­გორც იკ­ვე­თე­ბა, წყალ­ში აყო­ფი­ნებ­და თავს, ვიდ­რე ქალი არ და­იხ­რჩო. დად­გე­ნი­ლია, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ას­ფიქ­სი­ი­თაა გარ­დაც­ვლი­ლი.
კო­ბა­ურ­მა ახალ­გარ­დაც­ვლილ, შიშ­ველ ქალს თა­ვი­სი მო­ბი­ლუ­რით ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღო. რო­დე­საც მაშ­ვე­ლებ­მა ჩანჩქერ­ში ქა­ლის გვა­მი იპო­ვეს, მას­ზე ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ვერ ნა­ხეს (ცხე­და­რი ცივი წყალ­ში იყო და არ ეტყო­ბო­და)...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/