Wednesday, December 26, 2018

მაკა ზამბახიძე ტყის პირას გადასახლდა - "მშენებლობა-რემონტი ძალიან გაიწელა, მაგრამ სანამ იმას არ მივაღწიე, რაც მინდოდა, არ გავჩერდი"

მომ­ღე­რა­ლი მაკა ზამ­ბა­ხი­ძე ოჯახ­თან ერ­თად წყნეთ­ში, პა­ტა­რა და მყუდ­რო სახ­ლში ცხოვ­რობს. ტყის პი­რას აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლი მა­კამ სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით მო­ა­წყო და ის სირ­თუ­ლე­ე­ბიც სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და, რაც მშე­ნებ­ლო­ბა­სა და რე­მონტს უკავ­შირ­დე­ბა. ამ­ბობს, რომ ქა­ლა­ქის ხმა­ურს, დამ­ღლელ რიტმს მო­წყვე­ტი­ლი, ციყ­ვე­ბის და ტო­რო­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, ულა­მა­ზეს სახ­ლში თავს ბედ­ნი­ე­რად და მშვი­დად გრძნობს.
- რა­ტომ­ღაც ვამ­ჯო­ბი­ნე, რომ ქა­ლა­ქის­გან მო­შო­რე­ბით მე­ცხოვ­რა. დღეს ყვე­ლა მე­კი­თხე­ბა, ხომ არ მი­ჭირს წყნე­თი­დან თბი­ლის­ში სი­ა­რუ­ლი. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მი­ად­ვილ­დე­ბა და დამ­ღლე­ლი დღის მერე აქ ძა­ლი­ან მშვი­დად და წყნა­რად ვგრძნობ ხოლ­მე თავს. ხში­რად ამო­დის დე­და­ჩე­მი და დიდ დროს ატა­რებს ჩვენ­თან ერ­თად. სამ­წუ­ხა­როდ, მა­მა­ჩე­მი იშ­ვი­ა­თად გვსტუმ­რობს. მუ­შა­ობს და თბი­ლის­ში ურ­ჩევ­ნია ყოფ­ნა, მხო­ლოდ დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში გვეწ­ვე­ვა ხოლ­მე.
- მშე­ნებ­ლო­ბამ და რე­მონტმა თქვენს ხელ­ში გა­ი­ა­რა?
- რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფერ­მა ჩემს ხელ­ში გა­ი­ა­რა და ნამ­დვი­ლად არ იყო მარ­ტი­ვი და ხან­მოკ­ლე გზა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი და პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხია ხე­ლოს­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა და მეც არა­ერ­თხელ მიგ­რძნია იმედ­გაც­რუ­ე­ბა. მშე­ნებ­ლო­ბა-რე­მონ­ტის სა­კი­თხი დრო­ში ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა, მაგ­რამ სა­ნამ იმას არ მი­ვაღ­წიე, რაც მინ­დო­და, არ გავ­ჩერ­დი. წვრილ­მა­ნი დე­ტა­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ავე­ჯით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გე­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თე. მა­სა­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად მა­ღა­ზი­ებ­შიც თა­ვად დავ­დი­ო­დი. ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ინ­ტერ­ნეტ­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ბევრ სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ­დი. ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი ინ­ტე­რი­ე­რის ფო­ტო­ებს, ვეც­ნო­ბო­დი სტა­ტი­ებს და ა.შ. ასე ნელ-ნელა გა­ვა­კე­თე ის, რა­საც ხე­დავთ. მიყ­ვარს თბი­ლი და პას­ტე­ლუ­რი ფე­რე­ბი, უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ კლა­სი­კურ სტილს, ხეს. სხვა­თა შო­რის, ჩემს სახ­ლში ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ხის ძე­ლე­ბის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი ჭერი. ვთვლი, რომ ეს დე­ტა­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბას მა­ტებს სახ­ლს. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მზე, სით­ბო, სი­ნათ­ლე. თუ სახ­ლში მზის სხი­ვე­ბი არ შე­მო­დის, ის სახ­ლი მძი­მე აუ­რის მა­ტა­რებ­ლად მი­მაჩ­ნია. ჩა­მობ­ნე­ლე­ბუ­ლი სახ­ლი ღა­მეც მე­ყო­ფა.
ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად და ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი მა­კას სახ­ლი­დან იხი­ეთ ჟურ­ნალ "ში­ნის" ზამ­თრის ნო­მერ­ში
ambebi.ge

თბილისში გაზის ტარიფი შემცირდა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლის­ში ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფი მცირ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბა 0.014 თეთ­რს შე­ად­გენს.
ცნო­ბის­თვის, ამ­ჟა­მად ბუ­ნებ­რივ აირ­ზე თბი­ლის­ში მოქ­მე­დი სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი 46.153 თეთ­რია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დე­და­ქა­ლაქ­ში სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი 1 კუ­ბურ მეტრზე 46.139 თეთ­რი იქ­ნე­ბა.
დღეს დად­გე­ნი­ლი ახა­ლი ტა­რი­ფი 2019 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბა ძა­ლა­ში და შპს „ყა­ზტრანსგაზ თბი­ლი­სის“ აბო­ნენ­ტებს შე­ე­ხე­ბა.
სე­მეკ-ის გან­მარ­ტე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფი სამი კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა: ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, გა­ნა­წი­ლე­ბა და მი­წო­დე­ბა. მა­თი­ვე ცნო­ბით, ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და გა­ნა­წი­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტებ­ში ფა­სის შემ­ცი­რე­ბის გამო, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და თბი­ლის­ში სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფის შემ­ცი­რე­ბაც.
ambebi.ge

ავსტრალიაში დაკარგული კატა პატრონს 14 წლის შემდეგ დაუბრუნდა

ავსტრალიელი ბიანკა ზამიტი შობას 14 წლის წინ დაკარგულ კატასთან ერთად შეხვდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. 
სიდნეის მკვიდრის კატა, სახელად როზი, სახლიდან ჯერ კიდევ მაშინ გაიქცა, როცა ის ბავშვი იყო. მას შემდეგ ცხოველი არ გამოჩენილა.
როგორც აღმოჩნდა, კატა მთელი ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე კვარტალის მოშორებით სხვა სახლში ცხოვრობდა. 
ის მოხუცმა ქალმა შეიფარა, რომელმაც ჩათვალა, რომ კატა უპატრონო იყო. ქალის გარდაცვალების შემდეგ კატა ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს. ვეტერინარებმა ჩიპის შემოწმებისას კატის ნამდვილი პატრონის ვინაობა დაადგინეს.
შობამდე თავშესაფრიდან ზამიტს დაუკავშირდნენ და კატა დაუბრუნეს.
imedinews.ge

სუსმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად,  კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ  2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით,  მის მიერ მითითებული პიროვნების გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა.
"ეს ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით,"- წერია სუსის განცხადებაში.
ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე სსკ-ის 340-ე მუხლით  მიმდინარეობს. 
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
imedinews.ge

პოროშენკომ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გააუქმა


საომარი მდგომარეობა, რომელიც უკრაინის 10 ოლქში 26 ნოემბერს 30 დღით გამოცხადდა, დღეს დასრულდა. ამის შსახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საომარი მდგომარეობის რეჟიმში უკრაინამ საზღვარზე შეზღუდვები დააწესა. ის რუსეთიდან 16-დან 60 წლამდე კაცების უკრაინაში შესვლას ზღუდავდა.
საბჭოს მდივანი ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებდა, რომ ეს შეზღუდვა საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც გაგრძელდებოდა, თუმცა მიიღო თუ არა ამ მოსაზრებამ გადაწყვეტილების სახე, ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
25 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.
უკრაინაში არმიის სრული სამხედრო მზადყოფნა 26 ნოემბერს დილიდან გამოცხადდა. სწორედ ამ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებაზე ბრძანებას ხელი მოაწერა.
imedinews.ge

რამდენად იმოქმედებს საქართველოზე ანომალიური კლიმატური მოვლენა ელ ნინიო?

გა­ე­როს მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის დე­კემ­ბრი­დან 2019 წლის თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით, გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნა ელ-ნი­ნიოა (El Niño) მო­სა­ლოდ­ნე­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ეს ანო­მა­ლი­უ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნა მსოფ­ლი­ოს კლი­მატ­ზე დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს.
და­ვინ­ტე­რეს­დით, რამ­დე­ნად იმოქ­მე­დებს მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ჰა­ვა­ზე და ამის გა­სარ­კვე­ვად გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და­ვუ­კავ­შირ­დით. უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, რომ ბუ­ნებ­რი­ვია, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ზეც აი­სა­ხოს.
მიმ­დი­ნა­რე და სა­მო­მავ­ლო კლი­მა­ტის შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში. კვლე­ვის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია, რომ ბოლო 20-25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ად­გი­ლი აქვს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ქვეყ­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­შია გა­მო­ხა­ტუ­ლი.ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ცვლი­ლე­ბის დი­ნა­მი­კა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ისე­დაც ჭარ­ბი ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, აღი­ნიშ­ნე­ბა ნა­ლე­ქე­ბის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია, მა­შინ რო­დე­საც, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო (გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში) ნა­ლე­ქე­ბის შემ­ცი­რე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, რაც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა მე­ურ­ნე­ო­ბის სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ზე.
"მსოფ­ლი­ოს მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი (სე­ზო­ნუ­რი) პროგ­ნო­ზე­ბის შედ­გე­ნი­სას აუ­ცი­ლებ­ლად ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ მას­შტა­ბურ პრო­ცესს, რო­გორ­საც El Niño წარ­მო­ად­გენს.
ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, სათ­ბუ­რის გა­ზე­ბის ემი­სი­ე­ბის შემ­დგო­მი მა­ტე­ბა გა­მო­იწ­ვევს კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­ურ დათ­ბო­ბას და გა­ამ­ძაფ­რებს კლი­მა­ტუ­რი სის­ტე­მის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის ცვლი­ლე­ბას. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­იზ­რდე­ბა ექ­სტრე­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა და ხდო­მი­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა" - გვი­თხრეს გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.
ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად ცივი ზამ­თა­რი გვე­ლო­დე­ბა წელს, ამის შე­სა­ხებ კი სა­ა­გენ­ტო­ში გვაც­ნო­ბეს, რომ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპერ­ტე­ბის კლი­მა­ტუ­რი პროგ­ნო­ზის ფო­რუმ­ზე (SEECOF-18) მომ­ზა­დე­ბუ­ლი 2018-2019 წლე­ბის ზამ­თრის სე­ზო­ნის ამინ­დის პროგ­ნო­ზი ეყ­რდნო­ბა გლო­ბა­ლურ და ხმელ­თა­შუა ზღვის და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნე­ბის დი­ნა­მი­კურ და სტა­ტის­ტი­კურ მო­დე­ლებს.
ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, 2018-2019 წლე­ბის ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, ხმელ­თა­შუა ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, მის შიდა რა­ი­ო­ნებ­ზე და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ზე, ამინ­დის ფორ­მი­რე­ბა­ზე დო­მი­ნან­ტურ როლს წყნარ და ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე და მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბი შე­ას­რუ­ლებსყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია:
- ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მას­თან ახ­ლოს ან ნორ­მა­ზე 1 ან 2 გრა­დუ­სით მა­ღა­ლი;
- ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნორ­მა­ზე მეტი.
რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ზამ­თრის სე­ზო­ნის სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა (ნორ­მა) და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ზე +5,7 მთა­ში 0,+2 მა­ღალ მთა­ში -4,+1 აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში +1,+5 მთა­ში -1,+4 გრა­დუსს შე­ად­გენს.
ზამ­თრის სე­ზო­ნის ნა­ლე­ქე­ბის სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა (ნორ­მა) და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ზე 500-700 მმ, მთა­ში 300-400 მმ, მა­ღალ მთა­ში 200-300 მმ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში 70-120 მმ, მთა­ში 80-150 მმ, მა­ღალ მთა­ში 70-150 მმ -ს შე­ად­გენს.
ავ­ტო­რი: ეკა გა­და­ხა­ბა­ძე
ambebi.ge

2018 წელს თბილისის მთავრობამ 44 სხდომა გამართა

2018 წელს ქალაქის მთავრობამ  44 სხდომა გამართა,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 
მისი თქმით, 2018 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი სამუშაო იქნება შესასრულებელი. 
„საკმაოდ საინტერესო წელი იყო 2018. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. იყო გამოწვევები და პრობლემები, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ღირსეულად ვუპასუხეთ ყველა მათგანს.  ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ყველაფერი მოწესრიგებულია და  ყველა პრობლემა  მოგვარებულია, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი გვექნება სამუშაო და უფრო მეტი გვექნება გასაკეთებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
თბილისის მერმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„მოსახლეობას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ჩვენ ამას ვგრძნობთ და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ვიგრძნობთ. ეს დამატებით სტიმულსა და შემართებას გვაძლევს, რომ ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, თბილისს და თბილისელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ
imedinews.ge