Wednesday, December 26, 2018

ავსტრალიაში დაკარგული კატა პატრონს 14 წლის შემდეგ დაუბრუნდა

ავსტრალიელი ბიანკა ზამიტი შობას 14 წლის წინ დაკარგულ კატასთან ერთად შეხვდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს
სიდნეის მკვიდრის კატა, სახელად როზი, სახლიდან ჯერ კიდევ მაშინ გაიქცა, როცა ის ბავშვი იყო. მას შემდეგ ცხოველი არ გამოჩენილა.
როგორც აღმოჩნდა, კატა მთელი ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე კვარტალის მოშორებით სხვა სახლში ცხოვრობდა. 
ის მოხუცმა ქალმა შეიფარა, რომელმაც ჩათვალა, რომ კატა უპატრონო იყო. ქალის გარდაცვალების შემდეგ კატა ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს. ვეტერინარებმა ჩიპის შემოწმებისას კატის ნამდვილი პატრონის ვინაობა დაადგინეს.
შობამდე თავშესაფრიდან ზამიტს დაუკავშირდნენ და კატა დაუბრუნეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment