Wednesday, February 27, 2019

ტყვიის შემცველობის დასადგენად იტალიაში 1500 ბავშვის სისხლის ნიმუში გაიგზავნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ტყვიის შემცველობის დასადგენად საქართველოდან იტალიის ლაბორატორიაში 1500 ბავშვის სისხლის ნიმუშია გაგზავნილი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"საქართველოს ყველა რეგიონში ორიდან ათ წლამდე 1500 ბავშვის სისხლის სინჯია აღებული. იტალიიდან საბოლოო შედეგებს მარტის მეორე ნახევრიდან მივიღებთ, რის შემდეგაც ამ შედეგებს საქართველოს მასშტაბზე განვაზოგადებთ. ვიმსჯელებთ და სამომავლო გეგმები ამის მიხედვით დაისახება,” - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მანამდე საქართველოში 14 000-ზე მეტ ოჯახში წყლის ხარისხის და 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა ჩატარდა
კვლევის შედეგად, საქართველოს მასშტაბით, შეგროვდა საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესახებ, ასევე შემოწმდა წყლის ხარისხს და 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა.
imedinews.ge

თავდაცვის ძალებში მკლავჭიდის ტურნირი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალებში ტურნირი მკლავჭიდში დასრულდა. ჩემპიონატში სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეული სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. 
ასპარეზობა 7 წონით კატეგორიაში (მარცხენა და მარჯვენა ხელი) 60, 70,80, 90,100,100+  და აბსოლუტურ კგ-ში ჩატარდა. თითოეულ კატეგორიაში 3 გამარჯვებული გამოვლინდა.  დღეს საინჟინრო ბატალიონის კაპრალ-სპეციალისტი არმენ არუთინიანი სამი პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ის მკლავჭიდის შეჯიბრში რვაგზის გამარჯვებულია. 
 გამარჯვებულებს მედლები და სიგელები ეროვნული გვარდიის,  გენერალი შტაბის სპორტული ღონისძიებების სამსახურისა და მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა გადასცეს. აღნიშნულ ტურნირს საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის წარმომადგენლები აკვიდრებოდნენ. დაჯილდოებას მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში რევაზ ლუტიძეც დაესწრო. 
საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი ყოველწლიურად იმართება
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სასიკვდილო ვირუსი ბაყაყებს და გომბეშოებს გადაშენებით ემუქრება

არ არის გამორიცხული დედამიწაზე ბაყაყები და გომბეშოები გაქრნენ. ამის მიზეზი ძალიან საშიში სოკოვანი ვირუსი Bd-ა, რომელიც ამფიბიებს ანადგურებს.
The independent-ის ინფორმაციით მეცნიერებმა მომაკვდინებელი დაავადება ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს და მას "ამფიბიების ჭირი" დაარქვეს. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საშიში სენი აღმოსავლეთ აზიაში, 70-იან წლებში გაჩნდა. იმ დროიდან მოყოლებული ვირუსმა დაახლოებით 200-მდე სახეობის ბაყაყი და გომბეშო გაანადგურა. 
iemdinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Tuesday, February 26, 2019

რა დავაშავე რომ დამაბესო, დაზიანებული ხელებიდან სისხლი სდიოდა" - რაში ადანაშაულებენ "ევექსის" ექიმებს და რას პასუხობს კლინიკა

87 წლის ვახ­ტანგ გო­გეშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი "ევექ­სის" ექი­მებს და­უ­დევ­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. გო­გეშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო მისი ოჯა­ხის წევ­რმა ნატა წე­რე­თელ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ პა­ცი­ენ­ტმა ხელ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბის შე­დე­გად მი­ი­ღო.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"გა­ი­ცა­ნით, ეს არის ვახ­ტანგ გო­გეშ­ვი­ლი (ჩემი მა­მამ­თი­ლი) სამი დღეა გვყავ­და ევექ­სი • EVEX -ში, სა­ი­და­ნაც დღეს ხე­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით და სის­ხლის ჩაქ­ცე­ვე­ბით წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ეს არის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის და გულ­გრი­ლო­ბის სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა. ვინ იცის რამ­დე­ნი პა­ცი­ენ­ტია იქ ასეთ დღე­ში. დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო თქვენ რას აკე­თებთ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად? კლი­ნი­კა­ში არ უვ­ლი­ან პა­ცი­ენ­ტებს, არც ახ­ლო­ბელს უშ­ვე­ბენ რომ მო­უ­ა­რონ, დღეს ძლივს მო­ვა­ხერ­ხეთ შეს­ვლა და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაგ­ვხვდა. ან სად იყო ექი­მი, ან ექთა­ნი? რა­ტომ არა­ვინ მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, და­ა­ბეს ცხო­ვე­ლი­ვით და მი­ა­ტო­ვეს. ად­გილ­ზე­ვე გა­ირ­კვა რომ არც პირ­ვე­ლი ვართ და არც უკა­ნას­კნე­ლი. ხმა უნდა ამო­ი­ღოს ყვე­ლამ! ჯან­დაც­ვის სფე­რო რომ ყვე­ლა­ზე ჩა­ვარ­დნი­ლი დარ­გია ეს დღეს კი­დევ ერთხელ სა­კუ­თარ მშო­ბელ­ზე ვიწ­ვნი­ეთ!" - წერს ნატა წე­რე­თე­ლი.
Ambebi.ge ვახ­ტანგ გო­გეშ­ვი­ლის შვილს დი­ა­ნა გო­გეშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ 87 წლის მამა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კვი­რას გა­და­იყ­ვა­ნეს.
"მა­მას სკლე­რო­ზის ნიშ­ნე­ბი აქვს და აკ­რძა­ლა ჭამა, ძა­ლი­ან ცო­ტას ჭამ­და, ამი­ტომ გვინ­დო­და, გა­დას­ხმე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, რომ ცოტა მო­მაგ­რე­ბუ­ლი­ყო. 22 თე­ბერ­ვალს "ევექსში" და­ვაწ­ვი­ნეთ. ერთი დღე "ემერ­ჯენსში" იწვა და ღამე გა­უ­კე­თეს კვლე­ვე­ბი. გვი­თხრეს, რომ არის ინ­ფარ­ქტის ნიშ­ნე­ბი, პლუს პნევ­მო­ნია, მე­ო­რე დღეს კარ­დე­ო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს... ისევ უკე­თებ­დნენ ამ გა­მოკ­ვლე­ვებს და შემ­დეგ გვი­თხრეს, რომ არა ინ­ფარ­ქტი, არა­მედ მხო­ლოდ პნევ­მო­ნია იყო. ყო­ველ დღე სხვა­დას­ხვა დი­აგ­ნოზს გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ" - გან­გვი­მარ­ტა დი­ა­ნა გო­გეშ­ვილ­მა.
მისი თქმით, კვი­რას რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის ნახ­ვის სა­ა­თებ­ში მა­მას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ა­კი­თხა, ტანს ზე­მოთ შიშ­ვე­ლი და ყვე­ლა კი­დუ­რით დაბ­მუ­ლი დახ­ვდა. რო­დე­საც გან­მარ­ტე­ბა ითხო­ვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ტომ იყო პა­ცი­ენ­ტი დაბ­მუ­ლი, ასე­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო - "გარ­ბო­და".
"ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლია, უნდა და­ეხ­მა­რო რომ წა­მოჯ­დეს. რომ მი­ვე­დი ჩურ­ჩუ­ლით მკი­თხა, რა და­ვა­შა­ვე რომ და­მა­ბე­სო, ამ­ხსე­ნი გეხ­ვე­წე­ბიო. ავ­ხსე­ნი, რა თქმა უნდა, წა­მო­ვა­ჯი­ნე, და­ვამ­შვი­დე. რომ ვკი­თხე ექთანს და ექიმს, რა­ტომ და­ა­ბით-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა გარ­ბო­დაო. სად გარ­ბო­და, რო­დე­საც კაცი ვერ დგე­ბა დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე?! შემ­დეგ ექიმ­მა მი­თხრა, ძა­ლი­ან ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს და ვერ და­ვუდ­გე­ბით და ვერ მი­ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბა­სო და ამი­ტომ აბა­მენ, რომ იყ­ვნენ და­წყნა­რე­ბუ­ლე­ბი" - აღ­ნიშ­ნა დი­ა­ნა გო­გეშ­ვილ­მა.
დაბ­მულ­მა მა­მამ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჯერ კი­დუ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბი­სას მი­ი­ღო, შემ­დეგ კი გა­დას­ხმე­ბის გა­კე­თე­ბი­სას. დი­ა­ნას თქმით, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა პა­ცი­ენტს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ და­უ­მუ­შა­ვეს, რის გა­მოც მას სის­ხლი სდი­ო­და. ოჯახ­მა ვახ­ტან გო­გეშ­ვი­ლის სახ­ლში წა­მოყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.
ევექ­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ დღეს შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ისი­ნი სრუ­ლად იზი­ა­რე­ბენ აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბას და აცხა­დე­ბენ, რომ ფაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა პი­რის მი­მართ ძა­ლი­ან მკაც­რი დის­ციპ­ლი­ნუ­რი ზო­მე­ბი ტარ­დე­ბა.
"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ცი­ენ­ტის ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვი­სას გარ­თუ­ლე­ბებს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, ჩვე­ნი მხრივ, სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბას და ვა­ცხა­დებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა პი­რის (მათ შო­რის, შე­სა­ბა­მი­სი გან­ყო­ფი­ლე­ბის ყვე­ლა ექი­მი­სა და ექთ­ნის, რო­მელ­თაც პა­ცი­ენტზე ზრუნ­ვა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ევა­ლე­ბო­და) მი­მართ ტარ­დე­ბა ძა­ლი­ან მკაც­რი დის­ციპ­ლი­ნუ­რი ზო­მე­ბი.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­ცი­ენ­ტის რიგი ფსი­ქო-მო­ტო­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სას, თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბის რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კით მი­ღე­ბუ­ლია კი­დუ­რე­ბის იმო­ბი­ლი­ზა­ცია (კი­დუ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა), თუმ­ცა, ამ პრო­ცეს­ში სა­ჭი­რო იყო მედ­პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან მეტი სიფრ­თხი­ლი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა. ასე­ვე, აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ქრო­ნი­კუ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რიგი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მელ­თა ინ­ფუ­ზი­ი­სას ხდე­ბა სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი ან­თე­ბე­ბი, რაც ვი­ზუ­ა­ლუ­რად მძი­მე შე­სა­ხე­დია.
"სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცია ევექ­სის­თვის" უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა და კმა­ყო­ფი­ლე­ბა. წუ­ხილს გა­მოვ­თქვამთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის გამო და მზად ვართ, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღოთ პა­ცი­ენ­ტის ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო სა­ჭი­რო­ე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე“,- ნათ­ქვა­მია "ევექ­სის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.
და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვახ­ტანგ გო­გეშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ევექ­სის მიერ გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას არა­საკ­მა­რი­სად მი­იჩ­ნე­ვენ. ისი­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან კვი­რას და ორ­შა­ბათს მო­მუ­შა­ვე სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მათ­თვის ლი­ცენ­ზი­ე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას და სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბას მო­ი­თხო­ვენ.
"ჯა­ლა­თე­ბი არ უნდა იყ­ვნენ ექი­მე­ბი და ექთ­ნე­ბი" - გვე­უბ­ნე­ბა დი­ა­ნა გო­გეშ­ვი­ლი.

დღეს სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტი ბაქოში 27 თებერვალს დაიწყება.
„პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება კულტურული ურთიერთობების განვითარებაც, რომლის საფუძველსაც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის, წლების განმავლობაში, ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები ქმნის“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდება. ქვეყნის ლიდერები საუბრის დეტალებს, ჟურნალისტებს ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააცნობენ.
სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნოვრუზ მამედოვს და პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვსაც შეხვდება
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თბილავიამშენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

თბილავიამშენის" თანამშრომელი დღეს გაფიცვას იწყებენ. ისინი ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, 21 დღიანმა სამედიაციო პროცესმა სამწუხაროდ შეთანხმების მიღწევის გარეშე ჩაიარა. სწორედ ამიტომ, დასაქმებულებს სხვა გზა აღარ დარჩათ და პროტესტის მძიმე ფორმას მიმართავენ.
კომპანია "თბილავიამშენი," 2010 წლიდან სახელმწიფოს მფლობელობაშია. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სამხედრო თვითმფრინავების და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოება და რემონტია
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

როგორ ფორმაში ხვდება "რეალი" "ბარსელონას"

მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ორი "კლასიკო" გაიმართება. პირველი თამაში ხვალ შედგება და კოპა დელ რეის ფინალისტის ვინაობას გაარკვევს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში



მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელებს სეზონის არც ისე კარგი სტარტი ჰქონდათ, "რეალი" "ბარსელონას" საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდება. სანტიაგო სოლარის გუნდმა ლა ლიგაში ზედიზედ 6 მატჩი მოიგო: "ლეგანესთან", "ბეტისთან", "სევილიასთან", "ალავესთან", "ესპანიოლთან" და "ატლეტიკოსთან", რის შემდეგაც "ჟირონასთან" წააგო. ამას "ლევანტესთან" გამარჯვება მოყვა. 
"რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "აიაქსის" დამარცხებაც მოახერხა. 
რაც შეეხება "ბარსელონასთან" შეხვედრებს, პირველ წრეში ლა ლიგის ეგიდით გამართული მატჩი კატალონიელების გამარჯვებით, 5-1 დასრულდა, თასის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა კი ფრედ - 1-1
barcamania.ge