Wednesday, February 27, 2019

თავდაცვის ძალებში მკლავჭიდის ტურნირი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალებში ტურნირი მკლავჭიდში დასრულდა. ჩემპიონატში სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეული სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. 
ასპარეზობა 7 წონით კატეგორიაში (მარცხენა და მარჯვენა ხელი) 60, 70,80, 90,100,100+  და აბსოლუტურ კგ-ში ჩატარდა. თითოეულ კატეგორიაში 3 გამარჯვებული გამოვლინდა.  დღეს საინჟინრო ბატალიონის კაპრალ-სპეციალისტი არმენ არუთინიანი სამი პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ის მკლავჭიდის შეჯიბრში რვაგზის გამარჯვებულია. 
 გამარჯვებულებს მედლები და სიგელები ეროვნული გვარდიის,  გენერალი შტაბის სპორტული ღონისძიებების სამსახურისა და მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა გადასცეს. აღნიშნულ ტურნირს საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის წარმომადგენლები აკვიდრებოდნენ. დაჯილდოებას მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში რევაზ ლუტიძეც დაესწრო. 
საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი ყოველწლიურად იმართება
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment