Tuesday, December 19, 2017

11 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი კომენტარს საუბრობს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
11 წლის გოგონას მკურნალობაში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ ციციშვილის, არამედ თბილისის ყველა კლინიკის წამყვანი სპეციალისტები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში 25 ნოემბერს, პნევმონიის დიაგნოზით შეიყვანეს. 

"პაციენტი 25 ნოემბერს შემოიყვანეს პნევმონიის, ასევე ვირუსული მონონუკლეოზისა და თანხმლები დაავადების - დაუზუსტებელი ეპილეფსიის დიაგნოზით. პაციენტის მკურნალობა პირველივე დღიდან დაიწყო როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი "გაიდლაინებით". მკურნალობის გადაწყვეტილების ყველა ნაბიჯზე ჩართული იყვნენ მშობლები. ბავშვი გადაყვანილი იყო რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან მას აღენიშნებოდა შერეული ინფექცია, როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული. პაციენტს განუვითარდა ანთებითი სინდრომი, ამისშემდეგ პოლიორგანული უკმარისობა და ამის შემდეგ მივიღეთ სავალალო შედეგი - პაციენტის სიკვდილი", - განაცხადა ექიმმა.

მისი თქმით, ბავშვის ყველა ორგანო დაზიანებული იყო და ამ ყველაფრის გამშვები მექანიზმი იყო ინფექცია როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული.

"კვლევების პროცესში ჩართული იყო დაავადებათა მართვის ეროვნული ცენტრი, იქაც ჩატარდა კვლევები. პაციენტის მკურნალობა სახლშივე იყო დაწყებული, სამი დღე უკეთდებოდა აბტიბიოტიკი, არ იმოქმედა და ამის შემდეგ დაწვა ჩვენს კლინიკაში. შემოსვლისთანავე პირველი დიაგნოზი დადგენილი იყო. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბავშვის მკურნალობის პროცესში ოჯახი თავიდან ბოლომდე იყო ჩართული, ყველა კვლევაზე და ანალიზზე ჰქონდათ წვდომა, შეეძლოთ ნებისმიერი სხვა სპეციალისტისთვის ეჩვენებინათ ყველაფერი", - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ციციშვილის კლინიკაში 11 წლის გოგონა გუშინ გარდაიცვალა.

No comments:

Post a Comment