👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
იემენის დედაქალაქში მეამბოხე ჰუსიტებსა და ქვეყბის ექსპრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის მომხრებს შორის მომხდარ შეტაკებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Sky News Arabia წერს.
შეიარაღებული დაპირისპირების ახალი ტალღა სანააში 29 ნოემბრიდან მიმდინარეობს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამბოხებულმა-ხუსიტებმა ქალაქ სანაში იემენის ტელეკომპანია Yemen Today-ს შენობა შტურმით აიღეს და 40 თანამშრომელი მძევლად აიყვანეს.
იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. საომარი მოქმედებების ერთ მხარეს არიან ხუსიტების დაჯგუფება "ანსარ ალა" და ყოფილი პრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის არმიის ნაწილი, მეორე მხარეს კი სუნიტი პრეზიდენტი აბდ რაბა მანსურა ჰადის მხარდამჭერი არმია და არაბული ქვეყნების კოალიცია
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment