Monday, December 18, 2017

ქვემო ქართლში ხეხილის ბაღები 544 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შპს „დევეპლიუსის“ მიერ 5 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღი დაათვალიერა. 
აღნიშნული ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 42 146 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო 15 225 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 8 023 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის. 
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 758 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 18 894 338 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, ქვემო ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 544 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment