Friday, December 1, 2017

თეთრ სახლში მღრნელებს აქტიურად ებრძვიან

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
ამერიკულმა მედიამ იმ სანიტარული საქმიანობების სია გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში თეთრ სახლში ჩატარდა. სიის მიხედვით ირკვევა, რომ თეთრ სახლში ტარაკნებს, თაგვებს და ჭიანჭველებს ებრძვიან. ინფორმაციას News4 ავრცელებს. 
მედიისთვის ამ დოკუმენტებიდან ცნობილი გახდა, რომ ორი წლის განმავლობაში თეთრ სახლში ტარაკნების წინააღმდეგ 4-ჯერ ჩაატარეს დეზინფექცია, ასევე, თაგვები აღმოაჩინეს სასადილოში, ხოლო ჭიანჭველებს ბუდე პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტის ფანჯრის რაფაში ჰქონდათ მოწყობილი. 
ირკვევა, რომ პარაზიტების საკითხი თეთრი სახლისთვის პრობლემა ადრეც ყოფილა. ჯერ კიდევ 1977 წელს აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი თავის დღიურში თეთრ სახლში არსებულ მღრნელებზე წერდა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment