ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების ინფორმაციით, 27 წლის ბიჭმა დანა სასურსათო მაღაზიიდან ითხოვა და თვითდაზიანებები სწორედ ამ დანით მიიყენა.
მომხდარის მიზეზებზე პოლიციელის ოჯახი საუბარს ერიდება, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით დაცვის პოლიციის თანამშრომელმა თვითმკვლელობა სცადა და მანამდე ყოფილ ცოლს გამოსამშვიდობებელი შეტყობინებაც გაუგზავნა. დაჭრილი ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.
ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment