Friday, December 22, 2017

როგორ წარმოიქმნა უძველესი ქართული გვარები და რატომ არ ქორწინდებოდნენ ერთი გვარის წარმომადგენლები

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ქართული გვარების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას მკითხველი ყოველთვის ინტერესით კითხულობს და გვთხოვს, ამ მიმართულებით ხშირად ვიმუშაოთ. 
ამჯერად ჩვენი საუბრის თემა სწორედ ქართული გვარებია - როდის წარმოიქმნა, პირველად სად და როგორ დაფიქსირდა ისინი, რაზეც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, როლანდ თოფჩიშვილი გვესაუბრება. 
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"მეცნიერები გვარს გვასახელს ვუწოდებთ, ადამიანის სახელს კი - პიროვნულ, საკუთარ სახელს," - გვეუბნება რესპონდენტი და განმარტავს, რომ გვარი ანუ გვარსახელი მემკვიდრეობითი სახელია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, რაც 
-0:04
დიდი ხნის წინ წარმოიქმნა. ჩვენ ვართ იმ ხალხებს შორის (იტალიელები, ფრანგები, ინგლისელები, გერმანელები, ჩინელები, კორეელები...), რომლებშიც საზოგადოების ეს სოციალური ერთეული საუკუნეებს ითვლის. ქართულ საისტორიო წყაროებში, საბუთებში არაერთი მაგალითი არსებობს, რომელთა მიხედვითაც აშკარაა, რომ ქართული მემკვიდრეობითი სახელები/გვარები ისტორიის სიღრმეშია წარმოქმნილი. მაგალითად, XII საუკუნის საბუთში "ჟინოვანი" მოხსენიებული არიან "მიხითარაისძენი დავითის შვილნი ოქრაი და მახარაი, ბრაჭი და იოანე". ამ საბუთში ოთხი ძმის - მახარეს, ბრაჭის, იოანეს და ოქრაის - მამის სახელია დავითი, ხოლო მიხითარაისძე გვარსახელია. ტოხაიძეების გვარი პირველად მოხსენიებულია XI საუკუნის დასაწყისში, შემდეგ XII საუკუნის დასაწყისში (1260-1270 წლებში, 1579 წელს). XVIII საუკუნეში კი ტოხაისძეების გვარს სუფიქსი შეცვლია: -ძე დაბოლოებას -შვილი დაბოლოება ჩანაცვლებია (ტოხაშვილი).
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უწყვეტად მოიხსენიება გვარსახელი ჭარმაული. ამ გვარის წარმომადგენელი - "ჭარმაული ჭაჭნიაშვილი გრიგოლ" - პირველად 1297 წლის საბუთშია დასახელებული. წარმოდგენილ ანთროპონიმიულ მოდელში პირველი გვარია, მეორე - მამის სახელი და მესამე - პიროვნული სახელი. აქედან მოყოლებული ჭარმაულები XVIII საუკუნის თითქმის ბოლომდე მოიხსენიებიან. 1779 წლის საბუთით კი ირკვევა, რომ ჭარმაულები ამოწყვეტილან. XIII საუკუნეში პირველად მოხსენიებული არიან გარაყანიძეები, 1412 წელს გვვხვდებიან დედაბრიშვილები, 1472 წელს - მაღალაშვილთა წინაპარი მაღალაძეები და ა.შ.

ჩვენამდე მოღწეულ ყველაზე ძველ საბუთშიცაა გვარი მოხსენიებული. ესაა IX საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული "ფავნელის დაწერილი". ამ საბუთში გვხვდება აზნაურ ფავნელების გვარი. აქვე დასახელებულია ორი გლეხური გვარსახელი: შულიასძე და ტარიკასძე. 1071-1080 წლებით დათარიღებულ დოკუმენტში ბევრი ქართული გვარის ამოკითხვაა შესაძლებელი, მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი: ლიპარიტისძე, ჯინჭარაისძე, ჯიჯონიძე, კეპოისძე, ქველაიძე, წორბელი, ნერჩელი, ხვიდილიანი, კოროფხიშვილი, სქელაეთი, შუბავთი... 

აი, ერთი ნაწყვეტი 1200 წლის საბუთიდან: "ესე დაწერილი დაგიწერეთ ჩუენ, ხარაისძეთა კუირიკე და ბასილმან შენ, გიორგი მუშერისძესა". ხარაისძეები მიმართავენ მუშრისძეებს: "ან დღეისითგან წაღმართ არავინ იყოს ჩუენისა გუარისა, არცა ჩუენ, კუირიკე და ბასილი და არცა ჩვენნი შვილნი და მომავალნი სახლისანი". X საუკუნის პირველ ნახევარში "ქართლის ცხოვრებაში" დასახელებულნი არიან კახი აზნაურები: გოდრძი მგდეური, მამა ყანჩელი, დაჩი და ივანე სხვილოსელნი, ძმები სარა და გრიგოლ ფხუენელნი. IX საუკუნიდან საკმაოდ მომრავლებულია -ელ სუფიქსიანი გვარები: ჩორჩანელი, ტბელი, საზუერელი, ყანჩაელი, კორინთელი, სხვილოსელი... 
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ახლა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" ჩავიხედოთ: "ხოლო იყო ვინმე აზნაური დიდებული წინაშე აშოტ კურაპალატისა და ერქვა მას სახელი გაბრიელ დაფანჩული, და აწ ნათესავთა მისთა ჰრქვიან დაფანჩულნი"; შემდეგ: "ამისთვისაცა, მსგავსად აღთქმისა, ხანძთას შინა ელოცვების ყოველთა დაფანჩულთა ვიდრე დღენდელად დღემდე". აღნიშნული ნაწარმოების ავტორი გიორგი მერჩულე X საუკუნის მოღვაწე იყო, რომელიც აღწერდა VIII საუკუნის ბოლო პერიოდისა და IX საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას. ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმის შესახებ, რომ დაფანჩული გვარსახელია. ავტორი ხომ პირდაპირ გვეუბნება: ახლაც (ე.ი. ერთი საუკუნის შემდეგ) გაბრიელ დაფანჩულის ნათესავნი (ე.ი. შთამომავალნი) დაფანჩულის გვარს ატარებენო.

სვანეთში გვარები XIII საუკუნიდან გვაქვს დაფიქსირებული. ამ საუკუნით თარიღდება სვანეთის "სულთა მატიანე". ამ ძეგლში მოხსენიებული გვარები დღესაც იმავე სოფლებში არიან განსახლებულნი. XII-XIII საუკუნეებში მაჭახელში მკვიდრმა გვარებმა ჩვენამდე მოაღწია. XI საუკუნის ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერაში მოხსენიებულია გიორგი ქოჩოლავა, აფხაზეთისავე ტერიტორიაზე წებელდაში XIII საუკუნის წარწერაში იკითხება ლუკა მარტინავა. ხევში ღუდუშაურის გვარი პირველად 1439 წლის "გერგეტის მატიანეშია" მოხსენიებული. 
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ეს ყველაფერი კი იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში საქართველოში ახალი გვარსახელები არ წარმოიქმნებოდა, ზოგიერთ გვარს ახალი გვარები გამოეყო.
ქართული გვასახელების სიძველეზე მიუთითებს აუარებელი ტოპონიმი, რომლებიც გვარის სახელს ატარებდნენ. ასეთი ტოპონიმები მთელ საქართველოში გვხვდება, განსაკუთრებით სამეგრელოში, მთიულეთში, აჭარაში.

- მსოფლიოში ყველა ხალხს ჰქონდა გვარები?

- გვარი ყველას არ ჰქონია (მაგალითად, თურქულენოვან ხალხებს, დაღესტნელებს, სომხებს. ისლანდიელებს მემკვიდრეობითი სახელი დღესაც არა აქვთ). ზოგიერთ ხალხში კი გვიან წარმოიქმნა. ამის მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ქართველ ხალხში მემკვიდრეობით სახელს ანუ გვარსახელს თავისი ფუნქცია ჰქონდა. ქართული ფეოდალური სისტემა მემკვიდრეობით სახელის არსებობას მოითხოვდა. ფეოდალს ყმა გლეხი მამულზე მემკვიდრეობით ეჯდა. მიწაზე მჯდომი გლეხის მამული მემკვიდრეობით გადადიოდა, ამიტომ სოციალური ურთიერთობების გასაადვილებლად საჭირო იყო მემკვიდრეობითი სახელი. ეს ქართველ გლეხს მკვეთრად უშლიდა ხელს ერთი ადგილიდან მეორეზე თავისუფლად გადანაცვლებულიყვნენ. ფეოდალური პერიოდის კანონმდებლობა იურიდიული პირის ზუსტ განსაზღვრას ითხოვდა. მიწაზე საკუთრებაც მემკვიდრეობით პრინციპს ემყარებოდა, რამაც ბევრად განსაზღვრა საკუთარ სახელთა სისტემა. 
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოში გვარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იყო საქორწინო ურთიერთობის მოწესრიგება, ჩვენში ერთი სისხლისანი, ნათესავები ერთმანეთზე არ ქორწინდებოდნენ. ამას კი გვარი აწესრიგებდა, რადგან ერთი გვარის მატარებელნი ერთი წინაპრისაგან მომდინარეობდნენ. ამიტომაცაა, რომ ქართული გვარების თითქმის 90%-ს წინაპარი მამაკაცის სახელი უდევს საფუძვლად. ასე რომ, გვარის ანუ მემკვიდრეობითი სახელის აუცილებლობა საქართველოში ეგზოგამიურობითაც იყო განპირობებული.

- როგორც ირკვევა, ადრინდელი ქართული გვარი VIII საუკუნით თარიღდება - ამ დროს წარმოიქმნა ქართული გვარები?
- უფრო ადრეა წარმოქმნილი. უბრალოდ, ადრინდელმა წერილობითმა ძეგლებმა ჩენამდე არ მოაღწია. ეთნოგრაფიული მასალების გააზრებას იმ დასკვნამდე მივყევართ, რომ საქართველოში მოხდა უწყვეტი გადასვლა პირველყოფილი გვარისა გვიანდელ გვარში და გვიანდელი გვარისა - გვარსახელში. ქართული ენა პირველყოფილ გვარსა და გვიანდელ გვარს ერთი ტერმინით ("გვარი", უფრო ადრე - "სახლი") გამოხატავს. რუსული ენა მათ ერთმანეთისაგან მიჯნავს - "род" და "фамилия". 
საქართველოში გვარის უწყვეტობა რომ გვქონდა, როგორც აღვნიშნეთ, ამას ეთნოგრაფიული მონაცემები ადასტურებს. საერთოდ, ყველა პირველყოფილი გვარი ეგზოგამიური იყო, გვარის შიგნით არ ქორწინდებოდნენ. ეგზოგამიურია ახალი დროის ქართული გვარები, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ის დოკუმენტებში დადასტურებულია - ქართველი თავის მოგვარეზე დღესაც არ ქორწინდება, არ ქორწინდება მასზე, ვისთანაც საერთო წინაპარი ჰყავდა. იგივე ვითარებაა ყაბარდოელებში და წარმოიდგინეთ, ყველაზე დიდ ეთნოსში ჩინელებში, სადაც მხოლოდ 600 გვარია. ჩინეთში, რომლის მოსახლეობა მილიარდ-ნახევარს მიუახლოვდა და, სადაც ზოგიერთი გვარის რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღემატება, დღესაც მკაცრი ეგზოგამიაა დაცული - ერთი გვარისანი ერთმანეთზე არ ქორწინდებიან...

No comments:

Post a Comment