Thursday, December 21, 2017

სააკაშვილმა ნიდერლანდების ვიზა მიიღო

ნიდერლანდების ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ოდესის ექს გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ვიზა გასცეს. ამის შესახებ გაზეთი Telegraaf-ი წერს.
გამოცემის ცნობით, სააკაშვილმა ვიზა „ოჯახების გაერთიანების“ უფლების საფუძველზე მიიღო, რადგან ის ნიდერლანდების მოქალაქე სანდრა რულოვსზეა დაქორწინებული.
საქართველოს ექს პრეზიდენტმა ვიზა კიევში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მეშვეობით მიიღო.
სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო. 2017 წლის 26 ივლისს კი პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს შეუჩერა
სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მან პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინთან ძალით გაარღვია კორდონი, რის გამოც მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment