👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსმელი ქვეყანაა. Eurostat-მა მონაცემები ალკოჰოლზე მომხმარებლის დანახარჯების დათვლით შეადგინა.
2016 წელს, ევროპელებმა ალკოჰოლურ სასმელებში 130 მილიონი ევრო დახარჯეს, რაც ევროკავშირის მშპ-ს 0,9%-ის ეკვივალენტია.
მონაცემების მიხედვით, ალკოჰოლის ყველაზე მეტი მომხმარებელი ესტონეთში ცხოვრობს - 5,6% დანახარჯი. მის შემდეგ მოდის ლატვია და ლიტვა 4,8% და 4,2%-ით.
პოლონეთი და ჩეხეთი 4-5 ადგილს ინაწილებენ. ალკოჰოლზე ამ ქვეყნების მოსახლეობის ხარჯების წილი 3,6%-ს აღწევს. ყველაზე ნაკლებს ალკოჰოლური სასმელისთვის ესპანელები ხარჯავენ.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment