Wednesday, December 20, 2017

მიხეილ სააკაშვილი - საპროტესტო აქციები დღესასწაულების შემდეგ განახლდება

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქციები ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ განახლდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"საახალწლო და შობის პერიოდში შესვენებას ვაცხადებთ. ეს მხოლოდ საახალწლო დღესასწაულებს უკავშირდება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი მხარდამჭერების აქციებს თან ახლდა პროვოკაციები და შესაბამისად, აღნიშნული პროვოკაციებისგან დაცვის მექანიზმები იქნება გათვალისწინებული.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 17 ოქტომბრიდან ყოველ კვირას ატარებენ საპროტესტო აქციებს. მათი მთავარი მოთხოვნა პეტრო პოროშენკოს გადადგომაა.
ambebi.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment