Sunday, December 3, 2017

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის პროკურორი ზაზა დათუკიშვილის თქმით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ინფორმაციას სააგენტო ipn-იავრცელებს.
"დღეის მდგომარეობით არ აღიარებს. ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. აქედან გამომდინარე, რა განუცხადა მან გამოძიებას, ამის შესახებ ვერ მოგახსენებთ ისევ და ისევ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა პროკურორმა.
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებულებისთვის პროკურატურა პატიმრობის მოთხოვნას აპირებს.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment