Sunday, December 3, 2017

ხალიფატის ბავშვები" - "ომის შვილების" მძიმე ხვედრი

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მას შემდეგ, რაც ერაყისა და სირიის ტერიტორიიდან ISIS-ის მებრძოლები განდევნეს, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტნენ. მათი ორი მესამედი უცხოეთის ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან იყვნენ ჩასული. მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება... "ისლამურ სახელმწიფოს" აღმავლობის დროს, 30 ათასზე მეტი მეომარი ჰყავდა. საერთაშორისო ორგანიზაციების მონცემებით, მათი ძალიან დიდი ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიიდან იყო წასული, რომელთაც ძალიან ხშირად მიჰყავდათ თან თავიანი ოჯახის წევრები და უკან დაბრუნებას არც აპირებდნენ. 

ქალებისა და ბავშვების ძირითადი ნაწილის შედინება ISIS –ის მიერ კონტროლირებად ტეროტირიაზე, 2015 
-0:28
წელს მოხდა. სხვადასხვა ცნობებითერაყსა და სირიაში, შესაძლოა, მხოლოდ დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან და ჩრდილოეთ კავასიის სხვა რეგიონებიდან ათასობით ბავშვი ჰყავდეთ წაყვანილი. ამას ემატება ისინი, ვინც იქ, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიბადა. მას შემდეგ, რაც ტერორისტები დაიფანტნე, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის წინაშე დადგა. დაღუპული მებრძოლების შვილების დაბრუნების ან შესვლის საკითხი, ყველა ქვეყანაში მწვავედ დგას. 

რუსული მედია იმ პრობლემებზე წერს, რომელიც ბავშვებს რუსეთში შესვლისას ექმნებათ. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხი არის მათი პირადი საბუთების საკითხი, რომელიც მათ რუსეთის მოქალაქეობას ადასტურებს და რომელიც მათ, რა თქმა უნდა, არ აქვთ... ეს პრობლემა განსაკუთრებით ეხება ერაყს, იმისთვის, რომ იქიდან ბავშვი წამოიყვანო, მას შესაბამისი დოკუმენტები და სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ჰქონდეს. სირიაში ეს საკითხი უფრო ადვილად არის მოგვარებული, რადგან ბაშარ ასადს რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს და მან იქიდან რუსეთის ბავშვების გადმოყვანის საკითხი სასამართლოს თანხმობის გარეშე გადაწყვიტა. 

"კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ დედები, რომლებიც რუსეთში შვილებთან ერთად ბრუნდებიან, მუდმივად საფრთხის ქვეშ არიან, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას მათზე, როგორც უკანონო შეირაღებული დაჯგუფების მონაწილეზე... მაგალითად, დაღესტანის სამი მცხოვრები, რომლებიც სირიდან ბაშვვებთან ერთად, გროზნოში სპეციალური რეისით წამოვიდნენ, ჩეჩნეთში ჩამოსვლისთანავე დააკავეს, რადგან ქალებზე ძებნა იყო გამოცხადებული..."- წერს რუსული პრესა. 

მათივე ინფრომაციით, ერაყსა და სირიაში რუსი ბავშვების მოსაგროვებლად გახსნილია ცხელი ხაზი, თუმცა, რამდენად ობიექტურად და გამართულად მუშაობას ეს საინფორმაციო სამსახური, ძნელი გასაკრვევია... მეომრების შვილების რუსეთში დაბრუნებაში აქტიურად ჩართულია ხელმძღვანელობა და სასულიერო პირები ჩეჩნეთიდან. ისინი შევხდნენ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სენატორს ზიად საბსბაბის, რომელის ერაყისა და სირიის ხელმძვღანელობას შეხვდა. 

თუმცა, ისიც უნდი თქვას, რომ დაბრუნებამდე და შემდეგაც ეს ბავშვები და მათი დედები, მუდმივი მეთვალყურების ქვეშ არიან, რადგან პოტენციურ საფრთხედ აღიქმებიან. მათთან მუშაობენ სოციალური სამსახურები, ფსიქოლოგები, რომელთა მიმართაც, პროფესიონლიზმის კუთხით, მედიის წარმომადგენლებს გარკვეული კითხვები აქვთ... 

ბავშვთა უფლებების დამცველის ანა კუზნეცოვას თქმით, ერაყსა და სირიაში, არსებობს ბაზა, სადაც რუსეთის მოქალაქე ასობით ბავშვის გვარები და მონაცემებია შეგროვილი, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. ახლა მათ პრაქტიკულად, ქუჩაში უწევთ ცხოვრება. მათი ეტაპობრივი დაბრუნებისთვის, სხვადასხვა მიზეზების გამო, საჭიროა ფრთხილი და დაკვირვებული მუშაობა.

"ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ დაღესტნიდან 200 ბავშვია სიაში, თუმცა არაოფიციალურად უფრო მეტია..."- ამბობს კუზნეცოვა, რომლის თქმითაც, სირიისა და ერაყის საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიიდან ბავშვების გამოყვანაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფედერალური კომისიაც მონაწილეობს.

სექტემბრის მონაცემებით, სირიისა და ერაყის საბრძოლო მოქმედებების ზონაში, დაახლოებით 500-მდე რუსეთის მოქალაქე ბავშვი იმყოფებოდა, მათი უმეტესობის ასაკი 3 წელზე მეტია... ოქტომბერ-ნოემბერში, სირიიდან რუსეთში 43 ბავშვი ჩამოიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასობით ბავშვი ისევ საომარი მოქმედების ზონაში რჩება...
ambebi.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment