Sunday, December 3, 2017

მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით სიღნაღში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.ხ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 



👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა წნორში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1986 წელს დაბადებულ ე.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებული ამ დროისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა გ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, წნორში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
 
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით).
ipn.ge
 

No comments:

Post a Comment