👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
სენაკში, მშვიდობის ქუჩის მოსახლეობამ გაზიფიცირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადეით, მათი ქუჩის გავლით გაზი გაჰყავთ სოფელ ნოსირში. სამუშაოები უკვე დაწყებულია. მაგრამ მათ სახლებთან გაზის მილების დაქსელვა არ ხდება.
მოსახლეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი შეხვდა. მერის თქმით მშვიდობის ქუჩის მოსახლეობას აუცილებლად ექნება ბუნებრივი აირი. თუმცა აქციის მონაწილეებს ეჭვი აქვთ, რომ დაპირება არ შესრულდება და ხვალ დილით, როცა გაზის მილების გაყვანის პროცესი დაიწყება, ისინი აქციას განაახლებენ.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment