Thursday, December 21, 2017

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი მინის ხიდი ააშენეს

ხიდის სიგრძე 488 მეტრია, ხოლო სიგანე 2 მეტრი. ინფორმაციას გაზეთი China Daily ავრცელებს. ხიდი ჰუანგოს რაიონში მდებარეობს. კონსტრუქცია 1077 გამჭვირვალე მინის პანელისგან შედგება. მინის სისქე 4 სანტიმეტრია. ხიდი 2018 მეტრ სიმაღლზე მდებარე ორ ციცაბო კლდეს ერთმანეთთან აერთებს.
ხიდი ისეა აშენებული, რომ მის შუაგულში მოხვედრისას ის ირწევა, ამის მიუხედავად, სპეციალისტების თქმით, მას 2000 ადამიანის სიმძიმეს შეუძლია გაუძლოს. ხიდის მთლიანი წონა 70 ტონაა.
მსოფლიოში ყველაზე დიდ მინის ხიდს წელიწადნახევარი აშენებდნენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment