Saturday, December 2, 2017

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოში მომხდარი მკვლელობა გახსნა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციისდეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე 1999 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი თბილისში დააკავეს."- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზემიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment