👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გორის თეატრის სკვერში 44 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც qartli.geწერს, შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. თეატრის შენობის გვერდით მცხოვრებლები ამბობენ, რომ გარდაცვლილს საკუთარი სახლი აღარ ჰქონდა და სკვერთან, კიბეების ქვეშ ათენებდა.
გორის მერიაში ამბობენ, რომ პიროვნების შესახებ, რომელიც თეატრის სკვერის გვერდით, ღამეებს ატარებდა, მათთვის არავის უცნობებია:
"ჩვენი მონაცემებით, არც ერთი უსახლკარო ადამიანი გვყავდა ქალაქის ტერიტორიაზე. ყველა მათგანი აღრიცხვაზე იყო და ვუქირავეთ ბინები, ყველა დაკმაყოფილებული იყო შესაბამისი ფართით. აღნიშნული პიროვნების შესახებ, ინფორმაცია არ შემოსულა მერიაში. ჰყავდა თუ არა ოჯახი, ან როგორ აღმოჩნდა ამ ტერიტორიაზე, გავარკვევთ", - ამბობენ გორის პრესსამსახურში.
ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment