Thursday, December 21, 2017

EMC შრომის უსაფრთხოებაზე კანონპროექტის დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შეშფოთებას გამოთქვამს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“კანონპროქტის განხილვის პროცესის გადავადების გამო და მოუწოდებს პარლამენტს დაუყოვნებლივ მიიღოს კანონი. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში მას შემდეგ ინიცირდა, რაც ამ წლის მაისში ტყიბულის შახტაში 4 დასაქმებული დაიღუპა, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლები აცხადებნდნენ, რომ ამ უსაფრთხოების მიმართულებით ზომები გასამკაცრებელი იყო. 
ორგანიზაციის ცნობით, კანონპროექტის განხილვა სწრაფი ტემპით დაიწყო, თუმცა 5 თვიანი სამუშაო პროცესი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის შეთანხმების ეტაპზეა შეჩერებული, "რაც ეკონომიკის სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს უკავშირდება და ეჭვის ქვეშ აყანებს ამ დრომდე მიმდინარე სამუშაო პროცესს და ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ პირვანდელ პოლიტიკურ ნებას.
EMC მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან „შრომის უსაფრთხობის კანონის“ მიღების პროცესი დაუსაბუთებლად და ხელოვნურად არის გაჭიანურებული, ამასთან, სამუშაო ჯგუფში გამოთქმული არაერთი ფუნდამენტური კრიტიკის მიუხედავად, კანონპროექტის გადამუშავებული ვერსია არ ასახავს EMC-ის მიერ პარლამენტისათვის გაზიარებულ არაერთ არსებით საკითხს, რომლებიც სამუშაო პროცესის ფარლებში ასევე წარმოადგენდა პროფესიული კავშირებისა და საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკის მთავარ საგანს", - წერია განცხადებაში.
EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს: "ინტენსიურ რეჟიმში და დაინტერსებული მხარეების მონაწილეობით დაუყოვნებლივ უზრუნველყონ კანონპროექტის გადამუშავება, რაც გაითვალისწინებს სამუშაო პროცესში წარმოდგენილ არსებით შენიშვნებსა და რეკომენდაციებს;
საქართველოს პარლამენტმა უახლოეს ვადებში მიიღოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ რომელიც რეალურად უპასუხებს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ საგანგაშო მდგომარეობას."
ტყიბულის შახტაში მეშახტეების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ - ოთხივე მეშახტე დაიღუპა.
განცხადებები გაავრცელეს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
მომხდარს გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სამოქალაქო სექტორმა, "აუდიტორია 115"-მა და რკინიგზის პროფკავშირებმა პარლამენტთან აქცია გამართეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment