Tuesday, February 4, 2014

წარმატების შექმნის საიდუმლო

პიტერ გუბერი

CEO, Mandalay Entertainment, Owner Golden State Warriors and Los Angeles Dodgers მფლებელი, ავტორი ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერისა "თქვი გამარჯვებისათვის"


როცა სამსახურში არ გაწინაურებენ, მოლაპარაკებებს სათანადო შედეგით ვერ ასრულებ, ვერ უკეთებ რეალიზაციას პროდუქტს, ან კონკურენციის გაძლება გიჭირს, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დაასკვნა არის ის, რომ უიღბლო ხარ.

ამ განწყობით პარალიზებას გაუკეთებ ყველა იმ ქმედებას, რომელსაც "იღბალის" შენს სასარგებლოდ შეცვლა შეუძლია. ამ თემას მივყავართ კითხვამდე: როგორ შევქმნათ საკუთარი იღბალი?

ჩემი დაკვირვებით, ბიზნეს სფეროში ყველაზე "წარმატებული" ადამიანები კარიერას ძალიან მკაფიო მიზნით იწყებენ - იმით, რისი გაკეთებაც უნდათ. მათ ნათლად შეუძლიათ ახსნან და გაგრძნობინონ თავიანთი იდეა ისე, რომ იგი თქვენთვის სრულიად რეალური გახადონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ შეუძლიათ მიზანი ისე დახატონ და დაგანახონ, თითქოს უკვე გაკეთებულია. განხორციელებულ იდეას ხედავენ, როგორც შედეგს მათი ძლიერ მისწრაფებისა, და არა როგორც დიდ, დამღლელ პროცესს. სწორედ ეს დამოკიდებულება განსაზღვრავს მათი მიზნის ბედს და არა იმდენად ნიჭიერება.

"იღბლიანებმა" იციან, რომ გაცილებით მეტი უნდა იშრომონ, ვიდრე სხვებმა. როცა წარმატება არ მოდის, მათ აქვთ უნარი გამოავლინონ მოთმინება და გამძლეობა, რომ კონცენტრაცია მიმართონ კრიტიკულ კითხვაზე, თუ რატომ არ გამოვიდა ყველაფერი ისე, როგორც ფიქრობდნენ. ასეთი ადამიანები გეგმისაკენ მიმავალ გზაზე მუდმივად აკეთებენ დაუღალავ და აკურატულ შესწორებებს.

მიზნების მისაღწევად საკუთარი "იღბლის" მართვა რეალისტურობას მოითხოვს. ხშირად დაგჭირდებათ სხვების დარწმუნება, აქტიურად ჩართოთ თქვენ საქმიანობაში, ან როგორც მინიმუმ, მხარი აგიბან. მიზნების მისაღწევად პატრინიორიბა თითქმის ყველა შემთხევაშია საჭირო. ამიტომ, ყოველთვის უნდა გაინტერესებდეთ ის, თუ რას მიიღებენ სხვები თქვენი იდეისაგან. დგება ლოგიკური კითხვა, შეგიძლიათ, შესთავაზოთ მათ ორმხრივი მომგებიანი გარიგება, რათა თქვენთან ერთად მათაც "იხეირონ"? მაშინ რას იზამთ, თუ ეს ყოველივე რისკთან არის დაკავშირებული? სადაც "იღბალზე" ვსაუბრობთ, იქ რისკი ყოველთვისაა და ამ შემთხევაში სწორედ თქვენ ხდებით რისკის წყარო. მხად ხართ კი, ითამაშოთ რისკიანი თამაში? თუ შეძლებთ და მათ პარტნიორობაზე დაითანხმებთ, მაშინ საჯაროდ უნდა განაცხადოთ, რომ ერთად გაიზიარებთ წარმატებას და წარუმატებლობას.


რთულია, მოიპოვოთ "იღბალი"

მე ეს ნამდვილად ვიცი. 15 წლის განმავლობაში ვცილობდი, მაღალი ლიგის სპორტული გუნდის შეძენას, თუმცა ყოველთვის ხელი მომეცარა. ამ მიზნისაკენ სწრაფა ჩემთვის სონის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე დანიშვნით დაიწო 1990-იან წლებში. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე მტიცედ, ჩემი სამომავლო კარიერა გასართობი სფეროდან სპორტის მენეჯმენტში გამეგრძელებინა. კარიერის გამავლობაში ბევრ სტუდიას ვუხელმძღვანელე, მივიღე მონაწილობა უამრავი ფილმის შექმნაში, გავმართე საერთაშორისო ფართომაშტაბიანი გამოფენები და მივხვდი, რომ უმაღლესი ლიგის სპორტი ის სფერო იყო, რომელიც აბსოლუტურად შეეფერებოდა ჩემს უნარ-ჩვევებს. დავისახე რა მიზანი, თავი არ დამიზოგავს, რომ მეყიდა ლოს ანჯელეს ლეიკერსი და ლოს ანჯელეს კინგსი, რათა სონისათვის პრაიმ ბილეთი მომეპოვებინა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, როცა ბოლო წუთზე, ლოს ანჯელესის კინგსის მფლობელმა, ბრიუს მაკნელმა, განაცხადა, რომ აღარ უნდოდა გუნდის გაყიდვა და ფედერალური მთავრობისგანაც ჰქონდა დირექტივები მიღებული. მოკლედ, ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ესეც თქვენ "უიღბლობა".

მე ამის გამო ხელი არ ჩამიქნევია, მხნედ და საქმისადმი მოდომებით შევძელი, შემეკრიბა რამდენიმე ფინანსური პარტნიორი, რათა ერთად გვეცადა მაიამი ჰიტის შესყიდვა მათი აღმასრულებლებისა და ინვესტორებისაგან, ბილი კუნინჰამისა და ლევაის შაფელისგან. ჩვენ თითქმის მოალაპარაკებულები ვიყავით, როცა აღმოვაჩინეთ, რომ მოქმედი მფლობელების მამას, ტედ არისონს, ჰქონდა გადაწყვეტილების მიღებისა და ჩვენთვის უარის თქმის უფლება. ის ასეც მოიქცა. თამაში წაგებით დამთავრდა. ისევ "უიღბლობა"!

"ბედის უკუღმართობა" აქ არ შეჩერებულა. კიდევ ერთი წარუმატებლობა განვიცადე, როცა ვერ მივაღწიე შეთახმებას ბილი ბინთან ოუკლენდის შეძენაზე. ამას ხელი გავრცელებულმა ხმამ შეუშალა, რომლის მიხედვითაც ბეისბოლის უმაღლეს ლიგას სურდა ორ წამყვან გუნდთან კონტრაქტის გაფორმება, რომელთაგან ერთერთიც სწორედ ოულენდი იყო. ჩვენი მოლაპრაკება ჩაიშალა და არც ზემოხსნებული კონტრაქტი გაფორმებულა. 2004 წელს, პარტნიორებთან, ჯო ლაკობთან და ფრენკ მაკქორტთან, ერთად პირველად მოვახერხე ლოს ანჯელესის დოჯერების შეძენა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ფრენკმა პრეზიდენტად და ბიზნესის აღმასრულებელ დირექტორად მისი ცოლი დანიშნა, მივხვდი, რომ ოთხივე "ერთ ბალიშზე ვერ დავდებდით თავს". ეს კარგი შანსიც დაიკარგა.

როცა საკუთარ თავს დავსუვი შეკითხვა, თუ რა მიშლიდა ხელს წარმატებისაკენ, მივხვდი, რომ მოქმედების სტრატეგია უნდა შემეცვალა. მთელი ჩემი გამოცდილება, ნიჭი, ენერგია და ენთუზიაზმი მცირე ლიგის სპორტის სახეობებისაკენ, ბეისბოლისა და ჰოკეისაკენ მივმართე. ჰოკეიში არ გამიმართლა, მაყურებელი არც თუ ისე ბევრი ჰყავდა, სამაგიეროდ გავაორმაგე ჩემი ინტერესი ბეისბოლისადმი. პარტნიორთან, მეჯიკ ჯონსონთან, ერთად ავაშენე პროფესიული ბეისბოლის იმპერია, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით უამრავი სტადიონი და გუნდი მოიცვა. წარმატებულმა თანამშრომლობამ მეჯიკ ჯონსონთან და მომავალი წლების ეფექტურმა მენეჯმენტმა მომიყვანა დღეს ლოს ანჯელეს დოჯერსის მმართველობაში, ჯონსონთან და გუგენჰეიმის ჯგუფთან ერთად.

იცით, რამდენმა ადამიანმა მითხრა, თუ რა იღბლიანი ვარ, რომ ვფლობ ლოს ანჯელეს დოჯერსს?! დიახაც, ვარ "იღბლიანი", მე ხომ ეს დავიმსახურე.

Edu.aris.ge

No comments:

Post a Comment