Sunday, February 2, 2014

სიბერის საწინააღმდეგო საკვები


სიბერეს ვერავინ გაექცევა, მაგრამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ არსებობს პროდუქტები, რომლებიც ახალგაზრდობას გვინარჩუნებს. ამჯერად რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.
კომბოსტო A ვიტამინის უხვი შემცველობის წყალობით ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოშობას, რომელთა გაჩენის რისკიც ასაკთან ერთად იმატებს. კომბოსტო შეიცავს კალციუმსაც, რომელიც ძვლებს ამაგრებს.



იოგურტი კალციუმის, ძვლოვანი სტრუქტურისთვის აუცილებელი ელემენტის, იდეალური საბადოა. კალციუმი რძის ყველა პროდუქტშია, მაგრამ იოგურტში ამ ელემენტთან ერთად არის ბაქტერიებიც, რომლებიც ორგანიზმს კალციუმის უკეთ ათვისებაში ეხმარება.

მოცვი მასში არის ნივთიერებები, რომლებიც ტვინის მუშაობას უწყობს ხელს. მოცვი განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულებისთვის, რადგან მეხსიერება სწორედ ამ ასაკში უარესდება.

წითელი ლობიო ამ პროდუქტში ბევრია D, E, და A ვიტამინები, რომლებსაც დაზიანებული უჯრედების აღდგენის უნარი შესწევთ.


ახალგაზრდობის შენარჩუნებას წითელი ლობიო თავისი ანტიოქსიდანტური თვისებითაც უწყობს ხელს.


No comments:

Post a Comment