Monday, February 29, 2016

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

განათლების სახლი - დელისზე, დიდ დიღომში! ბ ა თ უ მ შ ი! 599 201096
მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად:
✔ სასურველ საგნებში:
1. ქართული ენა და ლიტერატურა
2. მათემატიკა
3. ინგლისური ენა
4. ფრანგული ენა
5. გერმანული ენა
6. რუსული ენა
7. თურქული ენა
8. ჩინური ენა
9. ისტორია
10. გეოგრაფია
11. ბიოლოგია
12. ქიმია
13. ფიზიკა
14. ზოგადი უნარები
15. სამოქალაქო განათლება

✔ ს ა ს კ ო ლ ო   საგნებში
✔ ერთიანი ე რ ო ვ ნ უ ლ ი,
✔ გ რ ა ნ ტ ი ს გაუმჯობესების/მოპოვების,
✔ ს ა მ ა გ ი ს ტ რ ო 
✔ რ ე ზ ი დ ე ნ ტ უ რ ი ს
✔ მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ თ ა კომპეტენციის დამადასტურებელი
გამოცდებისთვის! 

✔ უცხოური ენების ეფექტიანი სწავლება!
✔ სკოლაში შემსვლელი ბ ა ვ შ ვ ე ბ ი ს პროგრამა!
გამოცხადდა ახალი ნაკადის მიღება სასერტიფიკატო კურსებზე:
✔ იყავი წარმატებული
✔ მე ვქმნი ჩემს წარმატებულ ბიზნესს
✔ ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტი - პირველი დონე
✔ მე ვქმნი ვებგვერდს

1-2-3-4 კაციანი ჯგუფები!
საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები!
ყველა ჩვენი კურსდამთავრებული წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი ა!

ვ ი დ ე ო

დარეკეთ და გახდით წარმატებული:

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე 
T.: 599 201096 
მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215 
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი 
T.: 591 414428 
მის.: თბილისი, იოანე პეტრიწის #3

განათლების სახლი - ბ ა თ უ მ ი 
T.: 597 809993 
მის.: ბათუმი, ნიკო ფიროსმანის #8

შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე 

დაგვიმეგობრდით: www.FACEBOOK.com/www.Hedu.Ge

ვებგვერდი: www.Hedu.Ge .  

#იყავიწარმატებული #BeSuccessful #განათლებისსახლი
H ause of EDU cation

Wednesday, February 24, 2016

BeNaec - ცენტრის უნიკალური შეთავაზება აბიტურიენტებს - შეამოწმე შენი თავი Naec-თან ერთად

რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ ცენტრი მსურველებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - აბიტურიენტი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს შეამოწმოს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები Naec-თან ერთად. ამასთან, მონაწილეს საშუალება ექნება მიღებული შედეგები წინა წლის საკონკურსო ქულებს შეადაროს. 

გარკვეული პერიოდის შემდეგ ტესტების ვერსიები ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის, თუმცა, შესაბამისი საფასურის (1 საგანი - 10 ლარი) გადახდისას ცენტრი მონაწილეებს ამ პროექტისათვის შექმნილი ტესტების ვერსიების პირად გვერდზე მიწოდებას, ნაშრომების გასწორებას, სურვილის შემთხვევაში კი გათანაბრებული და სკალირებული ქულების დათვლას და წინა წლის კონტინგენტის შედეგებთან საკუთარი ქულების შედარებას სთავაზობს. 

მინიმუმ 4 გამოცდის არჩევისას მონაწილეს სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეეძლება მიღებული შედეგები წინა წლის საკონკურსო ქულებს შეადაროს. ამისათვის ჩამონათვალიდან მან სასურველი ფაკულტეტ(ებ)ი უნდა აირჩიოს. შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება მისი საკონკურსო ქულა შერჩეული ფაკულტეტ(ებ)ისთვის და 2015 წელს ამავე ფაკულტეტზე ჩარიცხულთა მინიმალური საკონკურსო ქულა. ცხადია, მიმდინარე წელს კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩარიცხვის პროგნოზირებისათვის ამ ინფორმაციის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის (საკონკურსო ქულები 2015-2016 წელს შესაძლებელია სრულიად განსხვავებული იყოს), თუმცა აბიტურიენტს არჩევნის ოპტიმალურად გაკეთებასა თუ გამოცდამდე დარჩენილი დროის სწორად გამოყენებაში დაეხმარება.

შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც გადაიხდის შესაბამის საფასურს, გაივლის რეგისტრაციას, აირჩევს გამოცდებს, მიუთითებს საქართველოს ფოსტის ფილიალს, სადაც მიიღებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული პასუხების ფურცლების იდენტურ ფურცლებს და დეტალურ ინსტრუქციას. 

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ტესტების ვერსიებისა და სწორი პასუხების სრულიად უსასყიდლოდ გაცნობას ყველა მსურველი შეძლებს - ვებგვერდზე რამდენიმე დღის განმავლობაში განთავსდება სავალდებულო და არჩევითი გამოცდების ტესტების ელექტრონული ვერსიები, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გამოქვეყნდება სწორი პასუხები. ასეთი გრაფიკი იმის გათვალისწინებით შეირჩა, რომ სურვილის შემთხვევაში მონაწილემ შეძლოს საგამოცდო ფორმატი (მონიტორიდან წაკითხული ტესტის შესრულება, დროის ათვლა, განაწილება და ა.შ.) სრულად გაიმეოროს. 

პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის დაზუსტებული თარიღი და პროცედურები ვებგვერდზე გამოქვეყნდება.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ახალ პროექტს იწყებს
naec.ge

ქართული პასპორტის მფლობელთათვის 67 ქვეყნის კარი ღიაა

საქართველოს პასპორტი

ყველაზე „ძლიერი“ პასპორტი გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეებს აქვთ - მათ უვიზოდ, შესაბამისად, 177 და 176 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ქართული პასპორტის მფლობელთ ვიზის გარეშე მსოფლიოს 67 ქვეყანაში შეუძლიათ  შესვლა, რის საფუძველზეც საქართველომ პასპორტების გლობალურ რეიტინგში — „სავიზო შეზღუდვების ინდექსი 2016“  71-ე ადგილი დაიკავა.
რეიტინგს ყოველწლიურად კომპანია Henley & Partners-ი მსოფლიოს 219 ქვეყნის ვიზების გაცემის წესების საფუძველზე ადგენს. რეიტინგში პოზიციები იმ ქვეყნების რაოდენობით დგინდება, სადაც ამ პასპორტების მფლობელებს უვიზოდ შეუძლიათ შესვლა.
საქართველოს რეიტინგში 71-ე ადგილი ბელარუსის, ყაზახეთის, გამბიის, მალავისა და სვაზილენდის გვერდით უკავია. რეიტინგის თანახმად, ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა მსოფლიოს 67 ქვეყანაში შეუძლიათ. ერთი პოზიციით ზევით არის საუდის არაბეთი და სამხრეთ აფრიკის ანკლავი ლესოტო.
რეიტინგის პირველი და მეორე ადგილი გერმანიასა და შვედეთს უკავიათ. მათი პასპორტები, შესაბამისად, 177 და 176 ქვეყნის კარს ხსნიან. მესამე ადგილზეა ხუთი ქვეყანა — ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ლატვიას აქვს (მე-13 ადგილი). ამ ქვეყნის მოსახლეობას უვიზოდ შესვლა 163 ქვეყანაში შეუძლია. ერთი პუნქტით ქვევითაა ესტონეთი და ლიტვა.
რუსული პასპორტით უვიზოდ შესვლა მსოფლიოს 105 ქვეყანაშია შესაძლებელი (რეიტინგის 43-ე პოზიცია). მოლდოვის მოქალაქეებს 101 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა (52-ე ადგილი), აზერბაიჯანის — 62 ქვეყანაში (75-ე ადგილი), ყირგიზეთის — 58 ქვეყანაში (79-ე ადგილი), სომხეთის — 57 ქვეყანაში (მე-80 ადგილი), ტაჯიკეთის — 53 ქვეყანაში (84-ე ადგილი), უზბეკეთის — 52 ქვეყანაში (85-ე ადგილი), თურქმენეთის — 49 ქვეყანაში (88-ე ადგილი).
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული ქვეყნის — ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა 42 ქვეყანაში შეუძლიათ. რეიტინგის ბოლო სამი პოზიცია ირანს, პაკისტანსა და ავღანეთს უკავიათ.
უკვე ათი წელია, რეიტინგი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან (International Air Transport Association, IATA) ერთად დგება, რომელიც მხარს უჭერს ტურისტული ინფორმაციის მსოფლიოში ყველაზე დიდ ბაზას.


Sputnik საქართველო http://sputnik-georgia.com/politics/20160224/230330904.html#ixzz416FbDQK6

ბუღალტრის პროფესიის დასაუფლებლად ვიწვევთ ყველა მსურველს

საბუღალტრო აღრიცხვა ისწავლება საწყისი ეტაპიდან საერთაშორისო სტანდარტებით.
თეორიასთან ერთად საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება პრაქტიკული ამოცანებითა და სავარჯიშოებით განმტკიცდება. 

I დონე - ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით (ბასს) 


გაკვეთილებზე თეორიული მასალის ათვისება ხდება მრაფალფეროვანი პრაქტიკული მაგალითებით. საბუღალტრო და საგადასახადო საბუთების აღრიცხვა-წარმოების შესწავლა მიმდინარეობს ახალი საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით. მსმენელი კურსის გავლის შემდეგ დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე შეძლებს აწარმოოს ბუღალტრული საქმე.

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: 


- ფინანსური ანგარიშგება და მისი შემადგენელი ელემენტები
-ბალანსი
-ლიკვიდურობა
- ბუღალტრული ანგარიშები
- რეგისტრაციის ჟურნალი და საცდელი ბალანსი
- საცდელი ბალანსის შედგენის წესი
- მოგება-ზარალის ანგარიშგება და მისი შედგენის თანმიმდევრობა
- ცვლილებების ასახვა შემოსავლებსა და ხარჯებზე
- მარაგების გაყიდვა
- შემოსავლებისა და ხარჯების გადატანა მოგება-ზარალის ანგარიშზე
- დამატებითი ღირებულების გადასახადის აღრიცხვა
- დაუმთავრებელი წარმოება
- მოთხოვნის აღრიცხვა
- სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრა
- სასაქონლო მატერიალური ფასეულობების უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვა
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
- ძირითადი საშუალებების ცვეთა
- ვალდებულებების აღრიცხვა
- საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
- შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
- იჯარის აღრიცხვა
- საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა
- ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა
- ბუღალტრული ანგარიშგების დანიშნულების მოკლე განმარტებები
- შემაჯამებელი ამოცანები

თუ მსმენელმა ვერ შესძლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის ათვისება, მას აქვს შესაძლებლობა ხელახლა გაიაროს პროგრამა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. კურსის დასრულების და მუშაობის დაწყების შემდეგ ყოფილ მსმენელებს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწევათ კონსულტაცია უფასოდ.

სასწავლო მასალა უფასოა!

კურსის ხანგრძლივობა: 25 გაკვეთილი (2-3 თვე)

სრული კურსის ღირებულება: 200 ლარი

კურსს წაიყვანენ საბუღალტრო საქმის პროფესიონალები, საბუღალტრო სწავლების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოქმედი ბუღალტრები.
დარეკეთ და გახდით წარმატებული:

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე 
T.: 2 14 80 24, 599 201096 
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215 
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი 
T.: 2 14 80 24, 593 997917 
მის.: იოანე პეტრიწის #3

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

განათლების სახლი - დელისზე და დიდ დიღომში(+995 32) 2 14 80 24

მაღალკვალიფიციური მომზადება 
ხელმისაწვდომ ფასად:
·         სასურველ საგნებში,
·                  
·         ერთიანი        ,
·                გაუმჯობესების/მოპოვების,
·                  
·                     გამოცდებისთვის!
·         სკოლაში შემსვლელი          პროგრამა

გამოცხადდა ახალი ნაკადის მიღება სასერტიფიკატო კურსებზე:

·         მე ვქმნი ჩემს წარმატებულ ბიზნესს
·         ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტი - პირველი დონე


1-2-3-4 
კაციანი ჯგუფები!საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები!
ყველა ჩვენი კურსდამთავრებული            !

დარეკეთ და გახდით წარმატებული:განათლების სახლი -       
ტელ(+995 32) 2 14 80 24,  (+995 599) 201096მივაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215 მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)
განათლების სახლი - დიდ       
ტელ:  (+995 32) 2 14 80 24,  (+995 593) 997917მისიოანე პეტრიწის #3
დაგვიმეგობრდით: https://www.facebook.com/www.Hedu.Ge

Tuesday, February 16, 2016

გიორგი კვირიკაშვილი: უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება

მომზადებულია ნათია ცუხიშვილის მიერ
16 თებერვალი. 2016. 17:42


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რედისონში" დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას განათლების სისტემის რეფორმას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ამ კუთხით გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება, რომელიც ძალიან ეფექტურია არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ სხვა ქვეყნებში.


„გერმანულს იმიტომ ვამბობ, რომ ამ ქვეყანამ დაუდო სათავე განათლების სისტემას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო უმაღლეს განათლებაში რესურსს გაანაწილებს კონკრეტული ინდუსტრიების მოთხოვნების გათვალისწინებით და ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ, ეს განხორციელდება იმ კონკრეტული მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც 5-წლიან პერსპექტივაში ქვეყანაში იარსებებს.


„ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ფაქტობრივად ვაწარმოებთ პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს. ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ ხუთჯერ, ათჯერ უფრო მეტ ბანკირს, ვიდრე ამის მოთხოვნა არის საბანკო სექტორში.

დღეს ჩვენ არ გვყავს მაგალითად, მეცხოველეობის, კვების ტექნოლოგები, ვეტერინარები, კვების მრეწველობის ტექნოლოგები. ასეთ ადამიანებს ბიზნესი აგზავნის თავისი სახსრებით ევროპაში. ხდება გადამზადება და შემდგომ ასაქმებენ თავიანთ კომპანიებში მაშინ, როდესაც სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსს ყოველწლიურად ხარჯავს იმ ადამიანებზე, რომლებიც ზუსტად ვიცით, რომ დაუსაქმებლები იქნებიან, ან მათაც გადაკვალიფიცირება უნდა მოახდინონ იმისთვის, რომ რეალური სამუშაო ადგილი მოძებნონ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



პრემიერის თქმით, აღნიშნულმა რეფორმამ შეიძლება ამ სექტორში ჩართული უმაღლესი სასწავლებლებისთვის რეპოზიციონირების მოთხოვნა გამოიწვიოს, თუმცა პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და არსებული სისტემა არის შესაცვლელი.
reportiori.ge

ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ მთარგმნელსა და მწერალს, ბაჩანა ბრეგვაძეს  მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაჩანა ბრეგვაძეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავდნენ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ცნობილი ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დამკრძალავი კომისია შეიქმნა. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
გარდა ამისა, კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება. 

ბაჩანა ბრეგვაძეს ხუთშაბათს, 18 თებერვალს დაკრძალავენ.

2030.news

Thursday, February 11, 2016

ცნობარი აბიტურიენტებისათვის - 2016

ცნობარი აბიტურიენტებისათვის - 2016


განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე და დიდ დ ი ღ ო მ შ ი! 2 14 80 24
მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად:
✔ სასურველ საგნებში,
✔ ს ა ა ტ ე ს ტ ა ტ ო,
✔ ერთიანი ე რ ო ვ ნ უ ლ ი,
✔ გ რ ა ნ ტ ი ს გაუმჯობესების/მოპოვების,
✔ ს ა მ ა გ ი ს ტ რ ო
✔ რ ე ზ ი დ ე ნ ტ უ რ ი ს გამოცდებისთვის!
✔ სკოლაში შემსვლელი ბ ა ვ შ ვ ე ბ ი ს პროგრამა!
1-2-3-4 კაციანი ჯგუფები!
საუკეთესო პროფესორ–მასწავლებლები!
ყველა ჩვენი კურსდამთავრებული წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი ა!
დარეკეთ და გახდით წარმატებული:
განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე
T.: 2 14 80 24, 599 201096
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)
განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი
T.: 2 14 80 24, 593 997917
მის.: იოანე პეტრიწის #3

Wednesday, February 10, 2016

სამთვიანი სასერტიფიკატო პროგრამა - "მე ვქმნი ჩემს წარმატებულ ბიზნესს”

მ ა ლ ე განათლების სახლი განახორციელებს სამთვიან სასერტიფიკატო პროგრამას 

- "მე ვქმნი ჩემს წარმატებულ ბიზნესს”

კურსი განკუთვნილია მოქმედი და დამწყები ბიზნესმენისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც სურს, რომ იცოდეს:



  • ხელმძღვანელობის სტილი და ლიდერობის ფორმები
  • პროექტების მართვის მიმართულებით ბიზნესიდეის ბიზნესპროდუქტად გარდაქმნის ტექნოლოგიები
  • ფინანსური აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
  • მენეჯერული აღრიცხვისა და ბიუჯეტირების ძირითადი პრინციპები
  • ბიზნესში ფასწარმოქმნის მექანიზმი
  • გაცნობიერებული კორპორაციული კულტურის მნიშვნელობა საწარმოთა მართვის პროცესში
  • გაცნობიერებული გარემო ფაქტორების მნიშვნელობა საწარმოთა მართვის პროცესში
  • გაცნობიერებული მოტივაციის მნიშვნელობა საწარმოთა მართვის პროცესში
  • გაცნობიერებული მენეჯერული როლებისა და მენეჯმენტის ფუნქციების მნიშვნელობა საწარმოთა მართვის პროცესში
  • ორგანიზაციული კონტროლის ინოვაციური მეთოდები (JIT; TQM)

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
  • ბიზნესის ეკონომიკური მაჩვენებლების ფორმულირებას
  • კონკურენტული ძალების დახასიათებას
  • ბიზნესის ცვლილების გამომწვევი ფაქტორების გამოვლენას
  • SWOT-ის განხორციელებას
  • სტრატეგიული გეგმის, სტრატეგიის, ტაქტიკის, სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას
  • სტრატეგიული ალტერნატივისა და სტრატეგიის შერჩევას
  • ორგანიზაციული სტრუქტურის დიზაინის შექმნას
  • ბიზნესგეგმის შედგენას
  • ბაზრის პროგნოზირებას
  • ბაზრის სეგმენტაციას, მიზნობრივი მომხმარებლის შერჩევასა და ბაზარზე პოზიციონირებას
  • დასაქმებულ ადამიანთა მოტივაციასა და საერთო მიზნების მისაღწევად მათ ორგანიზებას
  • ეფექტიანი გუნდის ჩამოყალიბებასა და გუნდურ მართვას
  • მცირე ორგანიზაციის ბიუჯეტირებას
  • მცირე ორგანიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვას, ფინანსური ანგარიშგების უწყისების მომზადებას, ფინანსური კოეფიციენტების გაანგარიშებას, ეკონომიკური დანახარჯების დადგენასა და მაქსიმალური მოგების დაგეგმვას
  • მცირე ორიგანიზაციის კონტროლს: სამიზნე მაჩვენებლების ჩამოყალიბებას; ფაქტობრივი მდგომარეობის სამიზნე მაჩვენებლებთან შედარებას; შესაბამისი ცდომილების დადგენასა და რეაგირებას
  • ტოტალური ხარისხის მართვის პრინციპების დანერგვას ორგანიზაციაში
  • სწორი საკადრო პოლიტიკის შემუშავებას
  • ორგანიზაციის შიდა და გარე გარემოში არსებული ფაქტორების გავლენის შეფასებას ორგანიზაციის შედეგებზე
  • მმართველობითი ინსტრუმენტების შერჩევისა და მენეჯერული ანალიზის საფუძველზე მართებული გადაწყვეტილების მიღებას
  • სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვებას, ანალიზსა და სინთეზს
  • ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების სწორ ანალიზს, შედეგების ფორმულირებასა და რელევანტური დასკვნების გამოტანას
  • ორგანიზაციული მართვის პროცესში საბუღალტრო ინფორმაციის შედარებას საბიუჯეტო პარამეტრებთან და სტანდარტულ საფინანსო კოეფიციენტებთან და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას
ამ და სხვა ძალიან საინტერსო საკითხებზე მოუსმინეთ ლექტორს და გახდით წარმატებული ბიზნესის შემქმნელი!

რეგისტრაცია გაგრძელდება 31 მარტამდე (რაოდენობა შეზღუდულია - იჩქარეთ)
ლექციები ჩატარდება აპრილის, მაისისა და ივნისის განმავლობაში, ხუთშაბათობით, 12:30 სთ-იდან14:30 სთ-მდე, განათლების სახლში, აუდიტიორია #215
სასწავლო მასალა უ ფ ა ს ო ა
სწავლის ღირებულებაა 300 ლარი (შესაძლებელია ყოველთვიური გადახდა 100 ლარის ოდენობით)

გაიცემა ორენოვანი ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი
სწრაფი რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ "ინბოქსში" მოგვწეროთ
ან
აქ დაწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი - ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ და დაგარეგისტრირებთ
ან
ან 
დარეკეთ და გახდით წარმატებული:
T.: 2 14 80 24, 599 201096
ელ-ფოსტა: hedu.ge@gmail.com
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, აუდიტორია #215 (პროფკავშირების კულტურის ცენტრი)


30 საიტი, რომელიც თვითგანათლებაში დაგეხმარებათ

წარმოგიდგენთ 30 საიტს, რომელიც თქვენი გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

1. BBC  Future - სტატიებისა და ვიდეოების აგრეგატორი თანამედროვე სამყაროში.

2.99U -YouTube-ის არხი პროდუქტიურობაზე, ორგანიზებულობასა და ლიდერობაზე.

3.YouTube EDU - YouTube-ის ნაწილი, რომელიც მიძღვნილია საგანმანათლებო ვიდეობს.

4. WikiWand - ვიკიპედიის ბევრად უფრო ფუნქციონალური ინტერფეისი.

5. The long read (The Guardian) -გამომცემლობა The Guardian -ის ნაწილი, რომელიც ეძღვნება სააზროვნო სტატიებს.

6. TED -ვიდეოები წარმატებული და ნიჭიერი ადამიანებისა, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ.

7. iTunes U - iTunes -ს ნაწილი, რომელიც ეძღვნება წამყვანი უნივერსიტეტის ლექციებს.

8. https://www.reddit.com/r/InsightfulQuestions/ - Reddit - ის ნაწილი ინტელექტუალური დისკუსიებით.

9. Cerego - სასწავლო პროგრამის შედგენა თქვენი სისუსტეებისა და სიძლიერის მიხედვით.

10. University of the People - უფასო ონლაინ უნივერსიტეტი.

11. Open Sesame - ადგილი სადაც ვაჭრობენ კურსებით.

12. CreativeLive -უფასო კურსები შემოქმედების შესახებ მსოფლიო ექსპერტების მიერ.

13. Coursera - საიტი, რომნელიც შეიცავს ასობით კურსს ცნობილი უნივერსიტეტებიდან.

14. University of Reddit  -Reddit -ს ნაწილი, სადაც წევრები აზიარებენ საკუთარ ცოდნას.

15 Quora -საიტი, სადაც იპოვით პასუხს უამრავ შეკითხვასა და საკითზე.

16. Digital Photography School - ფოტოგრაფიის სასწავლო კურსები.

17. Umano - სტატიების აუდიო ჩანაწერების უდიდესი კოლექცია.

18. Peer 2 Peer University - გახსნილი სასწავლო პრიექტი.

19. MIT Open CourseWare - მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უფასო კურსები.

20. https://gibbon/ - სასწავლო პლეი ლისტების შემადგენი სერვისი.

21. http://www.investopedia.com/ - შემეცნებითი საიტი ინვესტიციების შესახებ მაგალითებზე.

22. Udacity - ტექნიკური კურსების უფასო ონლაინ კურსები.

23. Mozilla Developer Network - ვებ-დიზაინის შესასწავლი მასალები.

24. Future Learn - ცნობილი უნივერსიტეტების უფასო ონლაინ კურსები.

25. Google ScholarBrain Pump - ძებნა სამეცნიეო ლიტერატურაში.

26. Brain Pump - ადგილი, სადაც ყოველდღე სწავლობ რაღაც ახალს.

27. Mental Floss - ტესტი, რომელიც დაადგენს თქვენს ცოდნას სხვადასხვა სფეროში.

28. Learnist - სპეციალურად არჩეული მასალით სწავლა.

29. DataCamp - ონლაინ სწავლება მეცნიერების შესახებ.


30. edX - სხვადასხვა უნივერსიტეტების ონლაინ კურსები.

Tuesday, February 9, 2016

სტუ-ში ლოგისტიკის გერმანულ-ქართული საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართება

16 თებერვალს, 16:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის . ნიკოლაძის სახელობის დარბაზში გაიმართება ღია კარის დღე ლოგისტიკაში გერმანულ-ქართულ საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით. ღია კარის დღე განკუთვნილია გერმანული ენის მცოდნე აბიტურიენტებისათვის და მათი მშობლებისთვის.

ღია კარის დღეზე საბაკალავრო პროგრამის პროექტის მენეჯერი ინგო შმიდტ-ბრაული გამართავს პრეზენტაციას, წარმოადგენს სწავლის პირობებს. ღონისძიების მონაწილეებს  საშუალება ექნებათ, პირადად გაესაუბრონ პროგრამის ხელძღვანელს.

2015 წლის ოქტომბრიდან სამი გერმანული უნივერსიტეტის კონსორციუმმა (ვილდაუს, ფლენსბურგისა და ბრანდერბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტები) და სტუ- ლოგისტიკის დეპარტამენტმა დაიწყეს ლოგისტიკაში ორდიპლომიანი გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელება.

პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა პასუხობს ადგილობრივი და საერთაშორისო ლოგისტიკური ბაზრების მოთხოვნებს  და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ერთწლიანი სწავლება გერმანიაში. მეშვიდე სემესტრიდან სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ პარტნიორ გერმანულ უნივერსიტეტებში და გაივლიან პრაქტიკას გერმანულ კომპანიებში. პრაქტიკის ფარგლებში ისინი გაეცნობიან გერმანული კომპანიების ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, მათ სისტემურ გადაწყვეტილებებს, უახლეს ტექნოლოგიებს და ეფექტურ სამუშაო პროცესებს. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ სწავლებას გერმანიაში, მიიღებენ ვილდაუს უნივერსიტეტის დიპლომებს, სპეციალობით ინჟინერიის ბაკალავრი ლოგისტიკაში (Bachelor of Engineering in Logistics).