Tuesday, February 16, 2016

ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ მთარგმნელსა და მწერალს, ბაჩანა ბრეგვაძეს  მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაჩანა ბრეგვაძეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავდნენ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ცნობილი ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დამკრძალავი კომისია შეიქმნა. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
გარდა ამისა, კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება. 

ბაჩანა ბრეგვაძეს ხუთშაბათს, 18 თებერვალს დაკრძალავენ.

2030.news

No comments:

Post a Comment