Wednesday, February 10, 2016

სამთვიანი სასერტიფიკატო პროგრამა - "მე ვქმნი ჩემს წარმატებულ ბიზნესს”

მ ა ლ ე განათლების სახლი განახორციელებს სამთვიან სასერტიფიკატო პროგრამას 

- "მე ვქმნი ჩემს წარმატებულ ბიზნესს”

კურსი განკუთვნილია მოქმედი და დამწყები ბიზნესმენისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც სურს, რომ იცოდეს:



  • ხელმძღვანელობის სტილი და ლიდერობის ფორმები
  • პროექტების მართვის მიმართულებით ბიზნესიდეის ბიზნესპროდუქტად გარდაქმნის ტექნოლოგიები
  • ფინანსური აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
  • მენეჯერული აღრიცხვისა და ბიუჯეტირების ძირითადი პრინციპები
  • ბიზნესში ფასწარმოქმნის მექანიზმი
  • გაცნობიერებული კორპორაციული კულტურის მნიშვნელობა საწარმოთა მართვის პროცესში
  • გაცნობიერებული გარემო ფაქტორების მნიშვნელობა საწარმოთა მართვის პროცესში
  • გაცნობიერებული მოტივაციის მნიშვნელობა საწარმოთა მართვის პროცესში
  • გაცნობიერებული მენეჯერული როლებისა და მენეჯმენტის ფუნქციების მნიშვნელობა საწარმოთა მართვის პროცესში
  • ორგანიზაციული კონტროლის ინოვაციური მეთოდები (JIT; TQM)

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
  • ბიზნესის ეკონომიკური მაჩვენებლების ფორმულირებას
  • კონკურენტული ძალების დახასიათებას
  • ბიზნესის ცვლილების გამომწვევი ფაქტორების გამოვლენას
  • SWOT-ის განხორციელებას
  • სტრატეგიული გეგმის, სტრატეგიის, ტაქტიკის, სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას
  • სტრატეგიული ალტერნატივისა და სტრატეგიის შერჩევას
  • ორგანიზაციული სტრუქტურის დიზაინის შექმნას
  • ბიზნესგეგმის შედგენას
  • ბაზრის პროგნოზირებას
  • ბაზრის სეგმენტაციას, მიზნობრივი მომხმარებლის შერჩევასა და ბაზარზე პოზიციონირებას
  • დასაქმებულ ადამიანთა მოტივაციასა და საერთო მიზნების მისაღწევად მათ ორგანიზებას
  • ეფექტიანი გუნდის ჩამოყალიბებასა და გუნდურ მართვას
  • მცირე ორგანიზაციის ბიუჯეტირებას
  • მცირე ორგანიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვას, ფინანსური ანგარიშგების უწყისების მომზადებას, ფინანსური კოეფიციენტების გაანგარიშებას, ეკონომიკური დანახარჯების დადგენასა და მაქსიმალური მოგების დაგეგმვას
  • მცირე ორიგანიზაციის კონტროლს: სამიზნე მაჩვენებლების ჩამოყალიბებას; ფაქტობრივი მდგომარეობის სამიზნე მაჩვენებლებთან შედარებას; შესაბამისი ცდომილების დადგენასა და რეაგირებას
  • ტოტალური ხარისხის მართვის პრინციპების დანერგვას ორგანიზაციაში
  • სწორი საკადრო პოლიტიკის შემუშავებას
  • ორგანიზაციის შიდა და გარე გარემოში არსებული ფაქტორების გავლენის შეფასებას ორგანიზაციის შედეგებზე
  • მმართველობითი ინსტრუმენტების შერჩევისა და მენეჯერული ანალიზის საფუძველზე მართებული გადაწყვეტილების მიღებას
  • სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვებას, ანალიზსა და სინთეზს
  • ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების სწორ ანალიზს, შედეგების ფორმულირებასა და რელევანტური დასკვნების გამოტანას
  • ორგანიზაციული მართვის პროცესში საბუღალტრო ინფორმაციის შედარებას საბიუჯეტო პარამეტრებთან და სტანდარტულ საფინანსო კოეფიციენტებთან და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას
ამ და სხვა ძალიან საინტერსო საკითხებზე მოუსმინეთ ლექტორს და გახდით წარმატებული ბიზნესის შემქმნელი!

რეგისტრაცია გაგრძელდება 31 მარტამდე (რაოდენობა შეზღუდულია - იჩქარეთ)
ლექციები ჩატარდება აპრილის, მაისისა და ივნისის განმავლობაში, ხუთშაბათობით, 12:30 სთ-იდან14:30 სთ-მდე, განათლების სახლში, აუდიტიორია #215
სასწავლო მასალა უ ფ ა ს ო ა
სწავლის ღირებულებაა 300 ლარი (შესაძლებელია ყოველთვიური გადახდა 100 ლარის ოდენობით)

გაიცემა ორენოვანი ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი
სწრაფი რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ "ინბოქსში" მოგვწეროთ
ან
აქ დაწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი - ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ და დაგარეგისტრირებთ
ან
ან 
დარეკეთ და გახდით წარმატებული:
T.: 2 14 80 24, 599 201096
ელ-ფოსტა: hedu.ge@gmail.com
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, აუდიტორია #215 (პროფკავშირების კულტურის ცენტრი)


No comments:

Post a Comment