შინაგან
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში, ქულათა ახალი
სისტემის ამოქმედებიდან 15 საათის შემდეგ, დაიწერა 1586 ოქმი, აქედან 996
ქულებიანი ოქმია.
„ქალაქ
თბილისში და რეგიონებში პირველი ივლისის ღამის 12 სთ-დან, 15:00 საათამდე
დაიწერა სულ 1586 ოქმი, აქედან ქულებიანი 996“,- განუცხადეს საზოგადოებრივს
შსს-ში.
დღეიდან, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა.
საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას ქულათა სისტემის მიხედვით 100 ქულა ენიჭება ყოველი კალენდარული წლის პირველ იანვარს.
1tv.ge
No comments:
Post a Comment