Saturday, July 15, 2017

დაკარგულმა ტყუპმა ძმებმა ბათუმში გასაპარად 150 ლარი დიდხანს აგროვეს

დაკარგული ტყუპი ძმები, ნიკა და ლუკა ცანავები უკვე სახლში არიან და თავს კარგად გრძნობენ. ისინი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს მშობლებთან. ტყუპების ძმის, გიორგი ცანავას განცხადებით, მოზარდები ზღვაზე გაპარვას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. მის კომენტარს GHN აქვეყნებს.
”ეს ყველაფერი წინასწარ დაუგეგმავთ, უნდოდათ ზღვაზე მარტოები წასულიყვნენ. ეს სახლში რომ ეთქვათ, იცოდნენ ბათუმში მარტო არ გაუშვებდნენ  და ფულსაც ჩუმად აგროვებდნენ. სამივეს ერთად 150 ლარი შეუგროვებიათ. დიდუბეში, ბათუმის სამარშუტო ტაქსისთვის დაუქნევიათ ხელი. სულ ორი-სამი ადამიანი იჯდა და ჩვენც ავხტითო, მითხრეს ბავშვებმა. ტყუპები კიდევ ერთ მეგობართან ერთად იყვნენ. სწორედ მისი იდეა ყოფილა ბათუმში წასვლა. ესენიც დაეთანხმნენ”,- ამბობს გიორგი ცანავა.
მისივე თქმით, მოზარდები სახლში დაბრუნებას დღეს აპირებდნენ, თუმცა, მშობლების ეშინოდათ.
”ღამე სადღაც მშენებარე კორპუსში გაუთენებიათ, დაცვის თანამშრომლეთან დარჩენილან. როგორც ჩანს, ფულს ზოგავდნენ. სახლში მოსვლა გვეშინოდა, თორემ კი ვფიქრობდით დარეკვასო, მითხრეს ბავშვებმა. თურმე დღეს აპირებდნენ უკან დაბრუნებას. დაცვის თანამშრომლებმა იპოვეს ბათუმის ბულვარში, შემდეგ კი პოლიციას დაურეკეს,”- განმარტავს ტყუპების ძმა.
ოჯახმა ლუკას და ნიკას დაკარგვის შესახებ პოლიციას 13 ივლისს შეატყობინა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა გუშინ, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ მოზარდები იპოვეს. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment