Saturday, July 22, 2017

ვ ი დ ე ო - ლექცია 2. მარკეტინგის სტრატეგია (უფასო კურსი თქვენი წარმატებისთვის)


„მარკეტინგის სტრატეგია“ გახლავთ უნიკალური ფორმულა ყოველი საწარმოსთვის და ეფუძნება ამ საწარმოს მისიის, ფართო ბაზარზე კონკურენტების მიმართ მისი პოზიციის და მისი გულდასმით არჩეული მომხმარებლის გააზრებას.
მარკეტინგი გულისხმობს არა მხოლოდ მარკეტინგულ კომუნიკაციებს და ბაზრის კვლევას, არამედ ის მოიცავს სტრატეგიულ მარკეტინგსაც. ფაქტობრივად, უპირველეს ადგილზე სწორედ სტრატეგიული მარკეტინგი უნდა იდგეს. ჩვენ ჯერ უნდა მივიღოთ არსებითი გადაწყვეტილებები ბიზნესის მიმართულებასა და ორიენტაციაზე, სანამ მარკეტინგული მესიჯების, პრომოუშენის და გაყიდვების დეტალებზე გადავიდოდეთ.

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


სტრატეგიული მარკეტინგი სრულიად უნდა შეესაბამებოდეს საწარმოს სტრატეგიულ დაგეგმვას. ის იწყება საწარმოს მისიის, ხედვის და ფასეულობების განმარტებით. ამ საბაზისო ელემენტებმა შეიძლება მტკიცე საფუძველი შეუქმნას გადაწყვეტილებების მიღებას მარკეტინგული სტრატეგიის შესახებ.
ამის მერე საჭიროა, გავაცნობიეროთ, რომ ბაზარი უკიდურესად კონკურენტული ადგილია. ზოგი ჩვენი მეტოქე გვჯობნის რომელიღაც საქონლის წარმოებაში, ამა თუ იმ კონკრეტული მომსახურების გაწევაში ან ბაზრის რომელიღაც ნიშის შევსებაში. ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ მასთან პირდაპირ კონკურენციაში ჩაბმა. ან, რაც უფრო სტრატეგიული ნაბიჯია, შეგვიძლია, ხერხით ვაჯობოთ და ფოკუსირება მოვახდინოთ ისეთ რამეებზე, რაც მათზე უკეთ გამოგვდის. უნდა ვიკითხოთ არა „რის გაკეთება შეგვიძლია უკეთ?“ არამედ, „რის გაკეთება შეგვიძლია კონკურენტზე უკეთ?“ საკითხი ჩვენი კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრას და გამოყენებას ეხება. მერე ჩვენ მთელი ყურადღება უნდა მივმართოთ იმისკენ, რაც მეტოქეებზე უკეთ შეგვიძლია. 
ამის მერე უნდა ვიპოვოთ ბაზრის კონკრეტული სეგმენტი ან ნიშა, სადაც არის მოთხოვნილება პროდუქტზე, რომელიც ჩვენ განსაკუთრებით კარგად გამოგვდის. ჩვენი წარმატების გასაღები გახლავთ იმ მომხმარებლების პოვნა და მომსახურება, რომლებსაც სჭირდებათ და უნდათ ის, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ვცდილობთ, მივყიდოთ ყველას – ეს საბედისწერო შეცდომა იქნებოდა. ამის ნაცვლად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მხოლოდ სწორ მომხმარებლებზე და განზრახ უგულებელვყოთ ის ბაზრები და სეგმენტები, სადაც წარმატებას ვერ მივაღწევთ.
ამგვარად, წარმატებული მარკეტინგის სტრატეგია სამ ძირითად ელემენტს გამარჯვების მომტან ფორმულად აერთიანებს. პირველია ჩვენი მისია; მეორეა ჩვენი კონკურენტული უპირატესობა; მესამეა შერჩეული ბაზრის სეგმენტები, რომელიც იყიდის საქონელს, ჩვენ კარგად რომ გამოგვდის.

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment