შინაგან
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყველა რეგიონში, ქულათა
ახალი სისტემის ამოქმედებიდან 24 საათში, საპატრულო პოლიციამ სულ 2805
საჯარიმო ქვითარი დაიწერა, აქედან 1331 ქულებიანი ოქმია.
„2017
წლის 1 ივლისს, შაბათს, საქართველოს ყველა რეგიონში საპატრულო პოლიციამ
სულ 2805 საჯარიმო ქვითარი დაიწერა. მაშინ როცა წინა კვირის შაბათს, 24
ივნისს, 3085 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა, რაც 280
ნაკლებია. პირველ ივლისს, ასქულიანი სისტემით 2805 -დან დაჯარიმდა 1331
მოქალაქე“,- განუცხადეს საზოგადოებრივს შსს-ში.
პირველი ივლისიდან, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა.
საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას ქულათა სისტემის მიხედვით 100 ქულა ენიჭება ყოველი კალენდარული წლის პირველ იანვარს.
1tv.ge
No comments:
Post a Comment