Sunday, July 2, 2017

როგორ იქმნებოდა აიფონი - 7 უცნობი ფაქტი მსოფლიოს მთავარი ტელეფონის შესახებ

ათი წლის წინ, 2007 წლის 29 ივნისს, სტივ ჯობსმა საზოგადოებას პირველი iPhone წარუდგინა. რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტ ბრაიან მერჩანტის წიგნი The Secret History of the iPhone გამოიცა, რომელშიც აიფონის შექმნის ისტორიაა მოთხრობილი, მათ შორის ბევრი უცნობი დეტალი. გთავაზობთ, აქამდე უცნობ 7 ფაქტს მსოფლიოს მთავარი ტელეფონის, აიფონის შესახებ.

1. სტივ ჯობსს ჩვეულებრივი ტელეფონები სძულდა

მას ვერ იტანდნენ კომპანიის სხვა წამყვანი თანამშრომლებიც: დიზაინერი ჯონ აივი და აიპოდის ერთ-ერთი შემქმნელი ტონი ფედელი. 2005 წლის შემოდგომაზე, სტივ ჯობსმა "პირველი iTunes Phone"-ის Motorola Rokr-ის პრეზენტაცია გამართა. ტელეფონმა არ ივარგა, როგორც ამას Apple-ის თანამშრომლები ვარაუდობდნენ. ჯობსი პრეზენტაციის შემდეგ უხასიათოდ იყო და თანამშრომლებს უთხრა, რომ ეს ტელეფონი ვერ იმუშავებდა და საერთოდ დაიღალა ამ სულელური მილების შემქმენელებთან ურთიერთობით. ფედელის თქმით, სწორედ ამ პრეზენტაციის შემდეგ გახდა ნათელი, რომ Apple-ი საკუთარ ტელეფონს შექმნიდა, თუმცა, მანამდე ჯობსი შიშობდა, რომ სმარტფონს მხოლოდ მოყვარულები შეიძენდნენ.

2. აიფონზე მუშაობა უკიდურესად გასაიდუმლოებული იყო

პროექტი Purple იყო უკიდურესად გასაიდუმლოებული. თანამშრომლებს ისე ქირაობდნენ, რომ სამუშაოს შესახებ არაფერს ეუბნებოდნენ, ზოგიერთს გაუთქმელობის დოკუმენტზე აწერინებდნენ ხელს, რომელიც მათ, პროექტზე, ოჯახის წევრებთან ლაპარაკსაც უკრძალავდა. 

აიფონზე მომუშავე ჯგუფი სპეციალურად განთავსდა ისეთ სართულზე, სადაც ყველა თანამშრომელი ვერ მოხვდებოდა. ზოგიერთ ოთახში შესვლა ოთხი საშვის სკანირების შემდეგ შეიძლებოდა. ოთახში, სადაც აიფონის ინტერფეისზე მუშაობდნენ, დამლაგებლებსაც არ უშვებდნენ. 

3. მძიმე გრაფიკის გამო, ოჯახები ინგრეოდა

გარდა იმისა, რომ Apple-ის თანამშრომლების დიდ ნაწილს წარმოდგენა არ ჰქონდა რა პროექტზე მუშაობდა, მათ სთავაზობდნენ უწყვეტ, სადღეღამისო სამუშაო გრაფიკს, დასვენების დღეების გარეშე.   

ბევრს პირდაპირ ოფისში ეძინა, რის გამოც ოთახებში უსიამოვნო სუნი დგებოდა. ერთ-ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ პროქტზე მუშაობის დროს წონაში 20 კილოგრამზე მეტი მოიმატა. განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ დაოჯახებულებს. მძიმე გრაფიკის გამო, არაერთი თანამშრომლის ოჯახი დაინგრა.

4. iPhone-ი შეიძლება iPod-ის მსგავსი ყოფილიყო 

7. სტივ ჯობსი აიფონის ეკრანზე ორ ღილაკს ითხოვდა

სმარტფონის შექმნის პროცესში, სტივ ჯობსი დაჟინებით ითხოვდა, რომ ტელეფონს ორი ღილაკი ჰქონოდა - Home (სახლი) და Back (უკან დაბრუნება). საბოლოოდ ის დიზაინრებმა დაარწმუნეს, რომ ორი ღილაკი ინტერფეისს გაართულებდა. 
ერთი ღილაკის წინააღმდეგი იყო კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ფილ შილერიც, რომელიც ითხოვდა, რომ Apple-ს Blackberry-ის მსგავსად სრულყოფილი კლავიატურა შეექმნა. ერთ-ერთ თათბირზე ამ საკითხს ისეთი კამათი მოჰყვა, რომ ჯობსმა შილერი კაბინეტიდან გააგდო. თუმცა თავად შილერი, ამ ფაქტს უარჰყოფს.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment