რეგიონსა და რუსეთში ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც თითოეულ ქეყანაში გამოიკითხა 1200 რესპონდენტი. კვლევის შედეგად გამოვლინდა, თუ რომელ ქვეყნებში იმოგზაურეს რესპონდენტებმა ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურსიტული მიზნებით. კვლევის შედეგებს On.ge ავრცელებს.
გამოკითხულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ნაკლებად სტუმრობდნენ სხვა ქვეყნებს. რესპონდენტთა დიდი ნაწილი - 69% საზღვარგარეთ ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურისტული მიზნებით არ ყოფილა.

ქართველ ვიზიტორთა უმრავლესობა (13%) თურქეთს სტუმრობდა, სხვა ევროპულ ქვეყნებს კი მხოლოდ 4%.
სომხეთის შედეგებით, გამოკითხულთა 55%-ს არ დაუტოვებია ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურისტული მიზნით, ხოლო იმ რესპონდენტთა უმრავლესობამ, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ვიზიტი რუსეთში (32%) და საქართველოში (16%) განახორციელეს.
აზერბაიჯანის შედეგებით, გამოვლინდა არაერთი ქვეყანა, რომელსაც აზერბაიჯანელები პირადი, ოფიციალური თუ ტურისტული მიზნით სტუმრობდნენ. მათ შორისაა: რუსეთი (16%), თურქეთი (15%), საქართველო (12%), არაბულ-ისლამური ქვეყნები (8%) და უკრაინა (4%). აზერბაიჯანელების 56%-ს არ დაუტოვებია ქვეყანა პირადი, ოფიციალური ან ტურსიტული მიზნით ბოლო 5 წლის განმავლობაში.
რუსების 9%-მა უკრაინა, 7%-მა თურქეთი, 6%-მა კი ბელარუსი მოინახულა. გამოკითხულთა 57% არ სტუმრობდა არცერთ ქვეყანას.
რუსების 9%-მა უკრაინა, 7%-მა თურქეთი, 6%-მა კი ბელარუსი მოინახულა. გამოკითხულთა 57% არ სტუმრობდა არცერთ ქვეყანას.
საინტერესოა საქართველოში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეების ვიზიტის საკითხიც. როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყნებიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურისტული მიზნით საქართველოს ყველაზე მეტად სომხები სტუმრობდენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment