გორის საგამოცდო ცენტრში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარე გამოცდა დღეს სასულიერო პირმაც ჩააბარა. 24 წლის გიორგი ქებაძემ,
რომელიც ბერია, საგამოცდო დრო სრულად გამოიყენა და შედეგით კმაყოფილია.
მისმა გამოჩენამ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. EDU.ARIS.GE გიორგის გამოცდის დასრულების შემდეგ ესაუბრა:
„ჩემთვის გაუგებარია, რატომ გაუკვირდა ხალხს გამოცდებზე ჩემი გამოჩენა.
მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მსურს, რომ განათლება მივიღო. რაც შეეხება
გამოცდებს, საშუალო სირთულის იყო და ვფიქრობ დავალებას კარგად გავართვი
თავი“, – აცხადებს სასულიერო პირი.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment