2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი საგამოცდო დღე ქართულ
ენასა და ლიტერატურაში სრულდება. მეორე სესიაზე რეგისტრირებული 9000
აბიტურიენტიდან გამოცდაზე მხოლოდ 3%–მდე არ გამოცხადდა.
რაც შეეხება საკითხებსა და დავალებების სირთულეს, აბიტურიენტების ნაწილი
ამბობს რომ არ გასჭირვებიათ, ზოგიერთისთვის კი ტესტები რთული აღმოჩნდა.
“წინა წელსაც ვიყავი გამოცდაზე გამოსული და ჩავაბარე, 70%–იანი გრანტი
მაქვს. ახლაც გავედი და დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც ჩავაბარებ. წელს უფრო
მარტივი საკითხები იყო. გასარედაქტირებელი ტექსტი საბაწმინდაზე იყო და 18
შეცდომა ვიპოვე. ესეს თემა მოვიდა – „ავნებს თუ არა საზოგადოების
კარჩაკეტილობა ეროვნულ თვითშეგნებას. მხატვრული ტექსტებიდან კი მოსული იყო
ლექსი „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“. მხატვრულ ტექსტად კიდევ
მოვიდა „სულხან–საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა. ძალიან რთული იყო და მე
ეგ არ დავწერე. დავწერე „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, – გვითხრა
მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან 1 საათში გამოსულმა აბიტურიენტმა.
ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ოლღა გობეჯიშვილი EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა რთული აღმოჩნდა.
“თემად “თამარ მეფის სახე ბეთანიის ტაძარში” და სულხან-საბას “სიბრძნე
სიცრუისა” მოვიდა. რაც შეეხება ესეს, ადამიანის საზოგადოებრივი
კარჩაკეტილობა იყო.“ ოლღა გობეჯიშვილის განცხადებით, ის არ ემზადებოდა და
შესაბამისად მისთვის გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში რთული აღმოჩნდა.
„გასარედაქტირებელი ტექსტი იყო საბაწმინდაზე და მე 12 შეცდომა ვიპოვე.
მხატვრული ტექსტებიდან გრიგოლ ორბელიანის „თამარ მეფის სახე ბეთანიის
ეკლესიაში“. მეორე იყო სულხან–საბას „სიბრძნე სიცრუიდან“ აღზრდის ეპიზოდი.
უნდა დაგვეწერა ავტორის მიხედვით, როგორი უნდა იყოს მეფე და გვემსჯელა
მხატვრულ სახეებზე. ესე არ დამიწერია“, – გვითხრა კიდევ ერთმა
აბიტურიენტმა.
“საკითხები,
საერთო ჯამში, რთული არ იყო. ტექნიკური პრობლემები შემექმნა. პასუხების
ფურცელზე „შნაიდერის“ ფირმის კალმით ვწერდით, რაც წარმოუდგენელია, რადგან
გამოცდას ასეთი კალმით არსად წერენ. იდღაბნებოდა, სიტყვებს გაურკვევლად
წერდა. მოკლედ, სერიოზული დისკომფორტი შემიქმნა. ეს კალმები გერმანული
ფირმისაა, სწორედ ახლახან ჩამოვედი გერმანიიდან და შემიძლია გითხრათ, რომ
იქ ამ კალმებს მხოლოდ წერილების კონვერტზე საწერად იყენებენ. ჩვენ კი თემა
დაგვაწერინეს.
„გარდა ამისა, უზომოდ ცხელა საგამოცდო ცენტრში. ასე მუშაობა უბრალოდ
შეუძლებელია. კონდინცირება რომ არ არის, ეს სერიოზული პრობლემაა. იმდენად
აუტანელი იყო, რომ ვჩქარობდი, ადრე გამოვსულიყავი“,– ამბობს ტექნიკური
უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის დატოვების შემდეგ თორნიკე გოცირიძე.
აპლიკანტები ტექსტის რედაქტირებას მარტივად აფასებენ და აცხადებენ, რომ არ გასჭირვებიათ.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment