ტურნირის მეორე დღეს საქართველოს სახელით შვიდ წონით კატეგორიაში თორმეტი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-73კგ), გოჩა ღვაჩლიანი, ილია სულამანიძე (ორივე -81კგ), მიხეილ ბექაური, გიორგი კარიაული (ორივე -90კგ), ალექსი სვიანაძე, ლევან ჭელიძე (ორივე +90კგ), თინათინ რევაზიშვილი (-57კგ), მარიამ ჭანტურია, ინდირა სილაგაძე (ორივე -63კგ), სოფიო სომხიშვილი და სალომე მაყიშვილი (ორივე +70კგ) იღებდა მონაწილეობას.
მედლის მოპოვება კი ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა მოახერხა.
-73კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელ კენი ბედელს ოთხი ვაზარით უგებდა, თუმცა ფინალური შეხვედრა ნაადრევად, იპონით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მეორე ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს +70კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა მოუტანა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუს დარია ვლადიმიროვას წუთსა და რვა წამში იპონით სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა.
-90კგ წონით კატეგორიაში კი ფინალური შეხვედრა დათმო მიხეილ ბექაურმა იტალიელ ენრიკო ბერგამელისთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
+90კგ წონით კატეგორიაში ლევან ჭელიძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ ჯონას შრაიბერს იპონითა და სამი ვაზარით სძლია და ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.
mysports.ge
No comments:
Post a Comment