Monday, July 3, 2017

რამდენიმე აბიტურიენტს საგამოცდო ნაკადი აერია - როგორ მიმდინარებს საგამოცდო პროცესი

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 97%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა.

პირველ სესიაზე რეგისტრაცია 08:00-ზე დაიწყო და მასში 9 ათასამდე აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, მე-2 ნაკადშიც ამდენივე აბიტურიენტს ელოდებიან. რაც შეეხება ხარვეზებს, მიმინოშვილის თქმით, რამდენიმე აბიტურიენტი იყო, რომელსაც ნაკადი აერია:

"საბედნიეროდ, პირველი ნაკადია ეს და აქედან გამომდინარე, პრობლემა არ შეექმნებათ. ყოველ შემთხვევაში, ის, რისიც მეშინოდა, არ დაფიქსირებულა. კერძოდ, არ ყოფილა შემთხვევა იმისა, რომ საგამოცდო ცენტრი არეოდა აბიტურიენტს",- განაცხადა მიმინოშვილმა.

რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას, მაია მიმინოშვილის თქმით, ეს დამოკიდებულია გასწორების პროცესზე და ის იმედოვნებს, რომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება ივლისის ბოლოდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება. საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილია.
etaloni.ge 

No comments:

Post a Comment