დაახლოებით, 10-სა და 11 საათს შორის პირველი კორპუსის სარდლობამ სასწრაფოდ მოახდინა ბაბუშერადან სადესანტო-საშტურმო ბატალიონის ჩვენს პოზიციებზე გადმოსროლა. ამან საშუალება მოგვცა, ხაზი შეგვეკრა და ჩვენს მეომრებს პოზიციები აღარ დაუთმიათ. შეიძლება ითქვას, რომ დესანტზე რეაგირება საკმაოდ პროფესიონალური იყო. ბრძოლაში ჩართული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ქვედანაყოფი. გადამწყვეტი როლი ითამაშეს სოხუმის 23-ე და 24-ე ბრიგადებმა, რომლებიც, ძირითადად, ადგილობრივებით იყო დაკომპლექტებული. დესანტის მოსაგერიებლად თავდაუზოგავად იბრძოდა ქართული არტილერიაც. ბრძოლა 9 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და უდიდესი მსხვერპლის ფასად (ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300 მეომარი დაკარგა), დესანტის მოგერიებით დასრულდა. 11 ივლისს ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა.
ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმა სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ ეს გეგმა რამდენიმე თვით გადაწია. აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ეპიზოდის - 1993 წლის ივლისის ბრძოლა -საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის უდიდესი მაგალითი.
No comments:
Post a Comment