Saturday, July 1, 2017

ლამაზი ახალგაზრდობა ბევრის ხვედრია, სიბერე – რჩეულთა

ვლდიმერ პოზნერმა მიიღო წერილი, მისი ამერიკელი მეგობრისგან ფელის შლოსბერგისგან.
გთავაზობთ ამ წერილს: 
,,რამდენიმე დღის წინ ერთმა ახალგაზრდამ შემდეგი კითხვა დამისვა:_  ,, როგორია იყო მოხუცი?”  მე ცოტათი დავიბენი, რადგან საკუთარ თავს მოხუცად არ მივიჩნევ. ჩემმა რეაქციამ ახალგაზრდა ოდნავ შეაცბუნა , მაგრამ მე ვუთხარი, რომ მისი კითხვა ძალიან საინტერესო იყო  და დავპირდი, რომ  ვიფიქრებდი და ჩემ აზრს შევატყობინებდი.
,,მე ვფიქრობ სიბერე _ ეს საჩუქარია. მე დღეს ცხოვრებაში პირველად გავხდი ის ადამინი, ვინც ყოველთვის მინდოდა რომ ვყოფილვიყავი. არა, რათქმაუნდა საუბარი ჩემ სხეულზე არაა!  ზოგჯერ ეს სხეული სასოწარკვეთილებას მგვრის_ ნაოჭები, ტომრები თვალების ქვეშ, ლაქები სხეულზე, ძირს ჩამოსული საჯდომი. ხშირად მე შოკში მაგდებს ის ბებრუხანა, რომელიც ჩემ სარკეში გაჩნდა, _ მაგრამ ამაზე დიდხანს არ ვდარდობ ხოლმე.
მე არასდროს დავთანხმდებოდი გამეცვალა ჩემი გასაოცარი მეგობრები,  ჩემი არაჩვეულებრივი ცხოვრება, ჩემი ძვირფასი ოჯახი, ნაკლები რაოდენობის ჭაღარაზე ან  დაჭიმულ მიცელზე.
იმის შემყურე თუ როგორ ვბერდები, საკუთარი თავის მიმართ უფრო კეთილი და ნაკლებად თვითკრიტიკული გახვდი. მე საკუთარი თავის მეგობარი გავხდი. საკუთარ თავს აღარ ვკიცხავ იმის გამო, რომ ზედმეტი ორცხობილა შევჭამე ან ადგომის მერე ლოგინი არ დავალაგე, ან რომ ვიყიდე, ეს იდიოტური ასვალტის ხვლიკი, რომლის მართლაც რომ არაფერი გამეგება, მაგრამ ის ჩემ ბაღს ავანგარდულობის ელფერს  მატებს.
მე მაქვს უფლება, ვჭამო რამდენიც მომინდება, არ ავალაგო მაგიდა, ვიყო ექსტავაგანტული. მე პირადად ვიყავი მოწმე, თუ როგორ დატოვა ბევრმა, არა ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა ეს სამყარო ძალიან ადრე, ისე რომ მათ არ უგემიათ ჭეშმარიტი თავისუფლება. ის თავისუფლება, რომელსაც სიბერე ჩუქნის ადამინს.
ვისი რა საქმეა თუ მე დილის 4 საათამდე ვკითხულობ და შუადღეს ვდგები? მე საკუთარ თავს ვეცეკვები, ვუსმენ 50-იანი წლების არაჩვეულებრივ მელოდიას, და თუ ზოგჯერ  წარსულ სიყვარულზე ტირილი მომინდება, მერე რა!?  ვიტირებ.
მე გავივლი სანაპიროზე საცურაო კოსტუმში, რომელიც ძლივს იჭერს სავსე სხეულს , თუ მომინდება ოკეანის ტალღებსაც დავეწაფები, მიუხედავად ახალგაზრდების საყვედურებით სავსე მზერისა, რომელთაც ბიკინი აცვიათ. ისინიც დაბერდებიან.
ზოგჯერ გულმავიწყი ვარ, და ეს სიმართლეა. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი არაა დამახსოვრების ღირსი _ მნიშვნელოვანს კი აუცილებლად გავიხსენებ.
რა თქმა უნდა, ჩემი გული წლების მანძილზე არაერთხელ გატეხილა. განა შეიძლება არ გაგიტყდეს გული, როცა საყვარელ ადამიანს კარგავ, ან როცა ბავშვი იტანჯება, ან როცა საყვარელ ძაღლს ავტომობილი ეჯახება.
მაგრამ სწორედ ჩვენი გატეხილი გულია სიცოცხლის ძალის წყარო, ჩვენი შეცნობის. გული, რომელიც არასოდეს გატეხილა სტერილური და სუფთაა, და ის ვერასოდეს გაიგებს არასრულყოფილების, მანკიერების სიხარულს.
ბედმა მე დამაჯილდოვა, როცა მომცა უფლება მეცხოვრა  ჭაღარას. ასაკამდე, როცა ჩემი ახალგაზრდული სიცილის კვალი, ნაოჭების სახით არ აღიბეჭდა ჩემ სახეზე.
მე შემიძლია ვთქვა ,,არა” და ვიყო აბსოლუტურად გულწფელი, რაც უფრო შედიხარ ასაკში, ეს მით უფრო ადვილია. შენ ნაკლებად ფიქრობ, იმაზე თუ რას იფიქრებენ შენზე სხვები. მე საკუთარ თავში ეჭვი უკვე აღარ მეპარება. მე უკვე გამოვიმუშავე  უფლება შევცდე.
ასე რომ შენი კითხვის პასუხად შემიძლია ვთქვა: მე მომწონს ვიყო მოხუცი. სიბერემ მე გამათავისუფლა. მე მომწონს ის ადამიანი, რომელიც მე  გავხდი. მე არ ვიცხოვრებ მარად, მაგრამ  ჯერ აქ ვარ, და მე არ ვინაღვლებ იმაზე, რაც შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ არ მოხდა და  არ ვიდარდებ იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს აწი.
და მე ყოველ ღვთის მიერ ბოძებულ დღეს გეახლებით ტკბილეულს! “
4motivi.com

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment