Thursday, July 13, 2017

რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის საფრთხე რეალურია - ლევან იზორია

საქართველოს  თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის საფრთხე რეალურია. მისივე თქმით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი მიზანშეწონილი არ არის. მინისტრი აცხადებს, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს  საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში კონკრეტული შედეგის მისაღწევად, რასაც ჰქვია დეოკუპაცია.
რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენად რეალუარია რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია, იზორია პასუხობს, რომ საფრთხე რეალურია.
„წელს წარვადგინეთ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, რომლის პირველი ნაწილი საფრთხეების ანალიზს ეხება და ბუნებრივია, მთავარი საფრთხე, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მომდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. შესაბამისად, ეს საფრთხე არის რეალური,  მით უფრო, როდესაც იქ წარმოდგენილია რუსული სამხედრო ნაწილები. იცით, რომ დაახლოებით 10 ათას სამხედრო მოსამსახურეზეა საუბარი, ასევე თანამედროვე რუსული ტექნიკა, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საფრთხე არის რეალური და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ საფრთხის შეკავების მიზნით“,- აღნიშნა მინისტრმა.
ghn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                     ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment