Tuesday, July 11, 2017

ლოჭინის ხიდიდან აეროპორტის ხიდის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია კახეთთან დამაკავშირებელი გზის, აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე მონაკვეთის, კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები 12 ივლისს დაიწყება და ოქტომბერში დასრულდება. ბიუჯეტიდან 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს "ენკო" შეასრულებს.
ლოჭინის ხიდიდან აეროპორტის ხიდის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერია მოქალაქეებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment