Sunday, August 21, 2016

დღეს საქართველო სპორტის ორ სახეობაში სამი სპორტსმენით წარდგება

დღეს, 21 აგვისტოს, რიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო სატურნირო დღეს, საქართველო  სპორტის ორ სახეობაში სამი სპორტსმენით წარდგება. 

ხალიჩაზე გამოვლენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილი ორი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები - 65 კგ- ში ზურაბ იაკობაშვილი და 97 კგ-ში ელიზბარ ოდიკაძე. წინასწარი შეხევდრები თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.  

დღესვე ოლიმპიურ მარათონში  ჩაერთვება მძლეოსანი დავით ხარაზიშვილი, რომელიც 16:30 საათიდან აიღებს სტარტს. 

პრემიერი: არ შეიძლება, მთელი მასწავლებელთა კორპუსი ფსიქოლოგიურ ტერორში გყავდეს

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეგნებულად დამახინჯდა.
მისი შეფასებით, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, მასწავლებლები ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ.

“მე ვთქვი, რომ გაცილებით მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს თვითონ კვალიფიკაციის ამაღლების პროცესზე, ვიდრე გამოცდებზე. არ შეიძლება, ტერორიზებული გყავდეს მთელი მასწავლებელთა კორპუსი – ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან რთულ პერიოდში გამოატარეს ჩვენი მომავალი თაობა და ძალიან ღირსეულად დაიცვეს თავიანთი პროფესიული ღირსება. ამიტომ ვფიქრობ, რა თქმა უნდა, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, ეს ხალხი ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ. საჭიროა მეტი აქცენტის გაკეთება მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე და არა – გამოცდებზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველომ ოლიმპიადაზე ყველაზე მეტი მედალი აიღო

საქართველოს დელეგაციას, რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისათვის 7 მედალი, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

მედლების ხარისხით საუკეთესო შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენს ოლიმპიელებს 2008 წელს ჰქონდათ, როდესაც მათ 3 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლების მოპოვება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ, ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილმა შეძლეს. ბრინჯაოს მედლები კი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძის და თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ოთარ თუშიშვილისა და გიორგი გოგშელიძის ანგარიშზეა.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის 7 მედალი, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული. ოქროს მედლები ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს, ვერცხლის მედლის მფლობელი კი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. ბრინჯაოს მედლები ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, ბერნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ, ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს.

ამ დროისთვის საქართველოს დელეგაცია მედლების რაოდენობითა და ხარისხით 35-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, ოლიმპიური თამაშების ბოლო დღეს, კიდევ 3 ქართველი ოლიმპიელი, მძლეოსანი დავით ხარაზიშვილი და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ელიზბარ ოდიკაძე და ზურაბ იაკობაშვილი იასპარეზებს.

საოცარი ამბავი კაცზე - ბოსტანში ენდემურ ფიჭვს აფესვიანებს და შემდეგ, სადაც ტყე გაჩეხილია რგავს

სოციალურ ქსელში ბუნებაზე მზრუნველი, ერთ-ერთი ადამიანის შესახებ საოცარი ამბავი ვრცელდება.

მონათხრობის მიხედვით, ხეების ჩეხვის პარალელურად, არსებობენ ბუნებაზე უანგაროდ შეყვარებული ადამიანები, რომლებიც თავინთ ცხოვრებას მასზე ზრუნვას უთმობენ.
"ერთი საოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ...
თუ ოდესმე ოცნებას ავიხდენ და ანიმაციის კეთებას შევძლებ აუცილებლად გავაკეთებ პატარა მულტფილმს ამ ნამდვილ ამბავზე. 
იმ დროს,როცა ხეების მოჭრა ასეთი აქტუალური პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში.
იმ დროს,როცა ვერც ხელისუფლებამ,ვერც საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა,რომ ეს მომაკვდინებელია !იმ დროს როცა ერთეულები იბრძვიან ტყეების გაჩეხვის წინააღმდეგ და მათი ხმა არის "ვითარცა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა" ,იმიტომ რომ ეს ყველაფერი "გაპრავებული" და "დაკრიშული" აქვთ მჭრელებს, არსებობს სხვა პარალელური რეალობა ...
აბასთუმნის ობსერვატორიაში ცხოვრობს ერთი ძალიან კეთილი და კარგი კაცი,რომელიც თავის ბოსტანში აფესვიანებს ენდემური ფიჭვის ტოტებს (ხე რომლის გამოც ეს ტყე სხვადასხვა რესპირატორული დაავადებების მკურნალად ითვლება).
როგორც საკუთარ შვილებს ისე მოაძლიერებს, წამოზრდის იმ ეტაპამდე სანამ დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებენ .
მერე მიდის ტყეში, იპოვის ადგილს სადაც ტყე გამეჩხერებულია და ამ თავის ნაფერებ, ნაფოფინებ ხეებს ცხოვრების გრძელ და თავგადასავლებით სავსე გზაზე უშვებს.
ასე რგავს ხეებს ტყეში, აგერ უკვე 8 წელია, ჩემი მეგობრის ასტრონომი მამა.

თუ მართლა მნიშვნელოვანია ეს პრობლემა, მოვყვეთ გავაზიაროთ, გადავიღოთ სიუჟეტები, ავიღოთ მაგალითი და ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ეს ხანა როგორღაც დასრულდეს", - წერს სალომე.
pulse.ge

Friday, August 19, 2016

ბილ კლინტონის ძალიან საინტერესო 70 ფოტო მისი დაბადების 70 წელთან დაკავშირებით


ბილ კლინტონის ძალიან საინტერესო 70 ფოტო მისი დაბადების 70 წელთან დაკავშირებით

გადადით ბმულზე: http://www.politico.com/magazine/gallery/2016/08/70-photos-of-bill-clinton-for-his-70th-birthday-000669?slide=63

30 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობა საჯარო სექტორში: პრეზიდენტი მე-8 ადგილზეა, პრემიერი – 23-ზე

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა  შრომის ანაზღაურება ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში იყო. შრომის ანაზღაურება, თავის მხრივ, თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და დანამატს გულისხმობს. ჩვენ მიერ მომზადებულ სტატიაში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა თანამდებობრივ სარგოზე გავამხვილებთ ყურადღებას, თუ რომელია სახელმწიფო სექტორში ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობა.
მოძიებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო სექტორში ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს აქვს და 16 537 ლარს შეადგენს. ამის შემდეგ მოდის, ამავე სტრუქტურის კომიის წევრთა ანაზღაურება. რაც 16 000-15500 ლარის ფარგლებში მერყეობს.
როდესაც განსაკუთრებით მაღალ თანამდებობრივ სარგოზე ვსაუბრობთ, აუცილებელია განვსაზღვროთ, თუ ვის კომპეტენციაში შედის მისი განსაზღვრა. კანონმდებლობის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის და კომისიის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას თავად კომისია განსაზღვრავს. თანამდებობრივი სარგოს შემდეგ საფეხურს,  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ხელფასი იკავებს, რომელიც ასევე კომისიის გადაწყვეტილებით რეგულირდება (2014 წლის 6 მარტის #6 დადგენილება).
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ როგორც  სემეკი, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისია სახელმწიფოსგან არ ფინანსდება, ისინი მოგებას თავად გამოიმუშავებენ. თუმცა, ამ სტრუქტურებში გაცემული შრომის ანაზღაურება, საბოლოოდ მაინც ქვეყნის ბიუჯეტზე  აისახება, რადგან რაც უფრო მეტი თანამდებობრივი სარგო გაიცემა, მით უფრო ცოტა მოგება გადაირიცხება ქვეყნის ბიუჯეტში.
აღნიშნული ორგანოების მსგავსად, შიდა ბრძანების საფუძველზე განისაზღვრება, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ასევე სხვა თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო (#110/04 ბრძანება).
რაც შეეხება სასამართლოში დასაქმებულთა ხელფასს, მას პარლამენტი განსაზღვრავს და როგორც ეს ცხრილშია ნაჩვენები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი 7 000 ლარით განისაზღვრა. მათ თანამდებობრივ სარგოს სიმბოლურად 100 ლარით ჩამოუვარდება საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი, რომელიც პარლამენტის მიერ 6 900 ლარით არის განსაზღვრული.
დამოუკიდებლად  განისაზღვრება ხელფასის ოდენობა გენერალურ აუდიტშიც. ამ მხრივ დამოუკიდებლობა აქვს მინიჭებული ცესკოსაც. ის თავად წყვეტს, თუ რამდენი უნდა ჰქონდეს ხელფასი ცესკოს თანამშრომელს და თავმჯდომარეს.
ცხრილში ნაჩვენები  თანამდებობის პირთა ხელფასებს საგრძნობლად ჩამოუვარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრებისა და მათი მოადგილეების ხელფასი.
გარდა სახელმწიფო სექტორში არსებული მაღალი  ხელფასებისა, განსაკუთრებით მაღალია თანამდებობრივი სარგო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს-ებსა ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელთა შემთხვევაში. ამის კარგი მაგალითია სს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის დავით საგანელიძის მიერ ერთი წლის მანძილზე აღებული თანამდებობრივი სარგო. რომელიც  დეკლარაცის მიხედვით, 336 ათასი ლარი იყო, რაც თვეში 28 000 ლარია.
ასევე მაღალი თანამდებობრივი სარგო აქვს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს-ის ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელის ანაზღაურება კომპანიის შიდა წესდებით განისაზღვრება, რასაც კომპანიის  გამგეობა ან შიდა ბრძანება ადგენს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმი სუსტია.
სახელმწიფო სექტორში არსებულ მაღალი თანამდებობრივი სარგოს ოდენობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, საქართველოს პარლამენტის  წევრს პავლე კუბლაშვილს ვესაუბრეთ.
„მაღალი ხელფასები კარგი და სწორია იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოვრიცხოთ კორუფციის საფრთხე. როდესაც ვსაზღვრავდით თანამდებობრივ სარგოს სხვადასხვა ორგანოში, მაშინ სწორედ ეს მიდგომა გვქონდა. თუმცა, დღეს ეს ორგანოები უფრო ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებს.
რაც შეეხება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, სახელმწიფო აუდიტს და სხვა მსგავს სტრუქტურებს, ეს დამოუკიდებელი ორგანოებია. შესაბამისად, ფინანსური დამოუკიდებლობა მათი სრულყოფილი მუშაობის ერთ-ერთი გარანტია. ისინი მაქსიმალურად თავისუფლები უნდა იყვნენ პოლიტიკისაგან.
იმისათვის, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ, მინიჭებული დამოუკიდებლობის არაკეთილსინდისიერად  გამოყენება არ მოხდეს, შესაძლებელია გარკვეული ზომების მიღება. თუმცა, რა უნდა იყოს ეს, ამაზე კონკრეტულ პასხუს ვერ გაგცემთ. ალბათ, სამართლიანი იქნება, თუ მათი სახელფასო  ფონდი, საბიუჯეტო მაჩვენებლებზე იქნება მიბმული“ – აცხადებს კუბლაშვილი.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო სექტორში კერძო სექტორთან შედარებით, გაცილებით დაბალი ანაზღაურებაა და ფინანსურ სექტორში კვალიფიციური მენეჯერის დაქირავება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე  რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის.

თანამდებობა
თანამდებობრივი სარგო
1
კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის თავმჯდომარე
16 537
2
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი
16 338
3
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
12 648
4
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
12 500
5
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  ეროვნული კომისიის წევრი
11 900
6
საკონსტიტუციო სასამარათლოს თავმჯდომარე
7 000
7
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
7 000
8
საქართველოს პრეზიდენტი
6 900
9
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები
6 500
10
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
6 500
11
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
6 300
12
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
6 000
13
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
6 000
14
გენერალური აუდიტი
5 950
15
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
5 800
16
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
5 600
17
გენერალური აუდიტის პირველი მოადგილე
5 600
18
გენერალური აუდიტის მოადგილე
5 500
19
სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე
5 300
20
ცესკოს თავმჯდომარე
5 040
21
სააპელაციო სასამართლოს მოსამრთლე
5 000
22
რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე
4 600
23
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
4 250
24
ცენტრალური საარჩევნო კომიისის თავმჯდომარე
4  030
25
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი
4 000
26
საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე
4 000
27
მთავარი პროკურორი
3 910
28
მინისტრი
3 540
29
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
3 540
30
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
3 540


factcheck.ge

თქვენთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო საერთაშორისო კონკურსი - მიიღეთ აქტიური მონაწილეობა

2016 წლის სექტემბრის თვის განმავლობაში ვიკიპედიის ქართულენოვან განყოფილებაში ერთობ საჭირო და ქვეყნისთვის სასარგებლო საერთაშორისო ფოტო-კონკურსი ხორციელდება. კონკურსის სახელწოდებაა „ვიკის უყვარს ძეგლები“ (Wiki Loves Monuments).
კონკურსი  ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტო-კატალოგის შექმნას. ძეგლების ჩამონათვალი წინასწარ არის ცნობილი, იგი სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული ძეგლად. კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გადაღებული აქვს ან კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში გადაიღებს აღნიშნული ძეგლების  ფოტებს.  
კონკურსის მიზანია ხაზი გაუსვას ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც თავისუფალი ლიცენზიით მოხდება. კონკურსში გამარჯვებულები, რომელსაც სპეციალური ჟიური გამოავლენს დაჯილდოვდებიან 400, 300 და 200 ლარით, ხოლო კიდევ ათი მონაწილე საჩუქრად მიიღებს მაისურს პროექტის ლოგოს გამოსახულებით. 
აღნიშნული პროექტის განხორციელება მცირე ფინანსურ სახსრებთანაა დაკავშირებული, საჭიროა სპონსორი/ები, რომელიც ამ საქვეყნო საქმისთვის გაიღებს/ენ 1 500 ლარს (აქედან 1 200 ლარი გათვლილია პრიზებზე, ხოლო 300 ლარი საორგანიზაციო საკითებზე).

დაწვრილებით კონკურსის შესახებ იხილეთ:
ინგლისურ ენაზე:

საკონტაქტო ინფორმაცია:
ჯაბა ლაბაძე,

Tel.: 591 05 68 78