Sunday, August 21, 2016

პრემიერი: არ შეიძლება, მთელი მასწავლებელთა კორპუსი ფსიქოლოგიურ ტერორში გყავდეს

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეგნებულად დამახინჯდა.
მისი შეფასებით, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, მასწავლებლები ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ.

“მე ვთქვი, რომ გაცილებით მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს თვითონ კვალიფიკაციის ამაღლების პროცესზე, ვიდრე გამოცდებზე. არ შეიძლება, ტერორიზებული გყავდეს მთელი მასწავლებელთა კორპუსი – ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან რთულ პერიოდში გამოატარეს ჩვენი მომავალი თაობა და ძალიან ღირსეულად დაიცვეს თავიანთი პროფესიული ღირსება. ამიტომ ვფიქრობ, რა თქმა უნდა, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, ეს ხალხი ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ. საჭიროა მეტი აქცენტის გაკეთება მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე და არა – გამოცდებზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

No comments:

Post a Comment