Thursday, February 28, 2019

Tesla-მ ელექტრომობილ Model 3-ის ფასი 35 ათას დოლარამდე დაწია

კომპანია Tesla-მ განაცხადა, რომ რამდენიმე თვეში დახურავს საცალო მაღაზიებს და მთელ კონცენტრაციას ონლაინ-გაყიდვებზე გადაიტანს. ამის შესახებ ავტოწარმოების ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ზოგიერთი მაღაზია, რომელშიც ვიზიტორები ხშირად მიდიან, მუშაობას გააგრძელებს, როგორც საინფორმაციო ცენტრი და საგამოფენო გალერეა. კომპანია უარს იტყვის ყიდვის დროს ტესტ-დრაივზე - მყიდველებს ექნებათ 7 დღე, იმისათვის რომ დააბრუნონ ავტომობილი და ფული მიიღონ. 
მაღაზიების დახურვა საშუალებას მისცემს დაწიოს Tesla-ს ყველა მოდელის ფასი საშუალოდ 6%-ით, მაგალითად სედანი Model 3 უკვე 35 ათასი დოლარი ღირს (მანამდე $42,900 ღირდა), ხოლო Model 3-ის ახალი ვერსია, რომელიც კომპლექტში Standard Range Plus-ი შედის, - 37 ათასი დოლარი
imedinews.ge

პოლონეთი ჯარის მოდერნიზაციისთვის 50 მილიარდ დოლარამდე დახარჯავს

პოლონეთი 2026 წლამდე, არმიის მოდერნიზებისთვის 48 მილიარდ 880 მილიონ დოლარს დახარჯავს. თავდაცვის სფეროში რეკორდული ბიუჯეტის დამტკიცებაზე ვარშავაში ცოტა ხნის წინ განაცხადეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თავდცავის მინისტრის - მარიუშ ბლაშაკის თქმით, რუსული აგრესიის ფონზე, ქვეყნის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე სამხედრო შემადგენლობის გაძლიერება პოლონეთისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია.
მოდერნიზაციის ფარგლებში პოლონეთი უახლესი ტიპის 32 სამხედრო თვითმფრინავისა და სხვა სახის ტექნიკის შესყიდვას გეგმავს.
imedinews.ge

სტანისლავ ბონდარენკოს ემუქრებიან - მსახიობის სპექტაკლს დაღესტანში "პორნოგრაფია" უწოდეს

და­ღეს­ტან­ში უკი­დუ­რე­სად მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა მა­ჰა­ჩყა­ლას "მე­გობ­რო­ბის სახ­ლში" გა­მარ­თულ სპექ­ტაკლს - "კა­ცებ­ზე ნა­დი­რო­ბა". სცე­ნა­რი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლად მი­იჩ­ნია ცნო­ბილ­მა და­ღეს­ტნელ­მა სპორ­ტსმენ­მა ჰა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დოვ­მა. UFC-ის მებ­რძოლ­მა სპექ­ტაკლს "პორ­ნოგ­რა­ფია" უწო­და და მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის დას­ჯა მო­ი­თხო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც გა­მო­უჩ­ნდნენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ცნო­ბი­ლი და­ღეს­ტნე­ლი სპორ­ტსმე­ნის თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, "მა­ყუ­რებ­ლებს არ ეყოთ გამ­ბე­და­ო­ბა და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად იქა­უ­რო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ". შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის მებ­რძო­ლი ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პა­სუხს სთხოვს და ურ­ჩევს - "ასეთ ფა­ქიზ სა­კი­თხებს მეტი ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­კი­დონ..."
სპექ­ტაკლში ერთ-ერთ მთა­ვარ როლს სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კო ას­რუ­ლებს, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს. რუ­სუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ცნო­ბი­ლი სახე, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ერთ-ერთი სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და.
სპექ­ტაკ­ლის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში მსა­ხი­ობ­მა ნა­ტა­ლია რევა-რი­ა­დინ­სკა­ი­ამ პერ­სო­ნა­ჟი საც­ვლე­ბით გა­ნა­სა­ხი­ე­რა, სცე­ნა­ზე წელსზე­ვით გა­შიშ­ვლდა ბონ­და­რენ­კოც. ეს ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით ერთ-ერ­თმა მა­ყუ­რე­ბელ­მა ატ­ვირ­თა, რა­მაც და­ღეს­ტნე­ლი სპორ­ტსმე­ნის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. იმა­ვე სა­ღა­მოს, "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე, რო­მელ­საც 13 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს, ნურ­მა­გო­მე­დოვ­მა "ამ უმ­სგავ­სო­ბას" ვრცე­ლი პოს­ტი მი­უ­ძღვნა და "ვი­ღა­ცე­ბის ჭკუ­ა­ზე მო­საყ­ვა­ნად" ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა­ზეც ალა­პა­რაკ­და.
"ალაჰს გე­ფი­ცე­ბით, თუ და­ღეს­ტნე­ლი კა­ცე­ბი არ გა­მო­ფხიზ­ლდე­ბი­ან და წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბას არ და­ი­წყე­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი უა­რე­სო­ბის­კენ წავა..." - წერს სპორ­ტსმე­ნი
ამ ფაქტს რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ, ბევ­რმა და­ღეს­ტნელ ჰა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დოვს ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის "სუ­ლი­ე­რი შვი­ლი" უწო­და.
"რუ­სე­თი ევ­რო­პაა, ხომ?! მეტი სი­ზუს­ტის­თვის ვკი­თხუ­ლობ - ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­აც ევ­რო­პულ ზო­ნა­ში გა­დის, თუ მხო­ლოდ მოს­კო­ვი, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი და სოჭი ეკუთ­ვნის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას? ეს ბიჭი რამ­დე­ნი წლი­საა? ოდეს­მე სმე­ნია, რომ თე­ატ­რი ხე­ლოვ­ნე­ბაა და მა­ინ­ცდა­მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, ის გო­ნე­ბა­სუს­ტმა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­ა­ფა­სონ?" - წერს ანია კრუტ­კი­ნა.
"კა­დი­რო­ვის კლა­სი... ამის შემ­დეგ არ მიკ­ვირს, რომ ბოლო წლებ­ში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში 40-მდე ქალი მოკ­ლეს და თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. "მა­მო­ბი­ლი" კა­დი­რო­ვის­გან ალ­ბათ უკვე მი­ი­ღო სა­ქე­ბა­რი სი­ტყვე­ბი "ღირ­სე­უ­ლი საქ­ცი­ე­ლის­თვის..." - წერს ოლეგ ვოლ­კი­ნი.
და­ღეს­ტე­ლი სპორ­ტსმე­ნის პო­ზი­ცი­ის გა­შარ­ჟე­ბის გამო, უკვე მუ­ქა­რის ზა­რე­ბი და სმს-ები მი­ი­ღო ბლო­გერ­მა დე­ნის კო­სი­კოვ­მა, რომ­ლის თქმი­თაც, ის შე­ე­ცა­და სპექ­ტაკლსა და მის რე­ზო­ნანსზე მსუ­ბუ­ქად ეხუმ­რა. მი­სი­ვე თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ა­ო­ცა იმან, რომ ხუმ­რო­ბა­ზე გაბ­რაზ­და და­ღეს­ტნის "მან­სან­კა­ნის" გუნ­დის კა­პი­ტა­ნი ომარ ალი­ბუ­ტა­ე­ვი.
"ღირ­სე­ბი­სა და სინ­დი­სის მი­წა­ზე არ შე­იძ­ლე­ბა სპექ­ტაკ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა, იქ მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის ცემა, ხოც­ვა და სრო­ლე­ბია მი­ღე­ბუ­ლი, კა­ცუ­რად. თე­ატ­რი კი ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცე­ბის­თვის არ არის, - ხე­ლოვ­ნე­ბა ცუ­დია" - და­წე­რა ბლო­გერ­მა Twitter-ის გვერ­დზე, თუმ­ცა, მა­ლე­ვე წა­შა­ლა. პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რე­ბენ ის და­ღეს­ტნე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად იქ არ ცხოვ­რო­ბენ:
"მე და­ღეს­ტნე­ლი ვარ, თუმ­ცა, ახლა იქ არ ვცხოვ­რობ... თუ ასე ძა­ლი­ან არ მოგ­წონთ ეს კონ­ცერ­ტე­ბი და სპექ­ტაკ­ლე­ბი, ნუ ივ­ლით იქ და თქვენც და­ის­ვე­ნებთ" - წერს რა­მა­ზან მე­ჯუ­დო­ვი.
სხვე­ბი გა­ო­ცე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ, რა­ტომ აძ­ლევს ჰა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი თავს ამ­დე­ნის უფ­ლე­ბას. "ბო­ლოს და ბო­ლოს ვინ არის ის, ექ­სპერ­ტი კულ­ტუ­რის სა­კი­თხებ­ში? რა­ტომ გახ­და მისი აზრი ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. იქ­ნებ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრა­დაც დაგ­ვი­ნიშ­ნონ" - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.
რო­გორც ჩანს, ნურ­მა­გო­მე­დო­ვის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ, რად­გან ამ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში სპექ­ტაკ­ლის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეს მსა­ხი­ო­ბებ­მა; ასე­ვე სპექ­ტაკ­ლის პრო­დი­უ­სერ­მა და მსა­ხი­ობ­მა ივან ჟიდ­კოვ­მაც, რო­მელ­მაც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ბო­დი­ში მო­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემუქ­რე­ბოდ­ნენ.
"მწუ­ხა­რე­ბით აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლი მა­ჰა­ჩყა­ლა­ში დიდ სკან­დალ­ში გა­და­ი­ზარ­და. ყვე­ლა­ნა­ი­რი სპე­კუ­ლა­ცი­ის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ ჩვე­ნი მცდე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა შე­უ­რა­ცხყო­ფა მიგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა და­ღეს­ტნე­ლი ხალ­ხის­თვის, მათ მი­მართ დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მოვ­ხა­ტავ. და­ი­წყო მუ­ქა­რე­ბი ჩემი და ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის, კო­ლე­გე­ბის მი­მართ. ამას ვე­რა­ნა­ირ შე­ფა­სე­ბას ვერ გა­ვუ­კე­თებ...
დიახ, ჩვენს კო­მე­დი­ურ წარ­მოდ­გე­ნა­ში იყო სცე­ნე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, არა­ერ­თგვა­როვ­ნად აღიქ­ვეს, ვერ გავ­თვა­ლეთ შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბი, რა­საც ჩვენს სი­სუს­ტედ მი­ვიჩ­ნევ. თუ ჩვენ­მა სპექ­ტაკლმა რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­უ­რა­ცხყო, ბო­დიშს ვიხ­დი" - და­წე­რა ბონ­და­რენ­კომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე.
ჰა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი ვარ­სკვლა­ვად აქ­ცია 7 ოქ­ტომ­ბერს, ლას-ვე­გას­ში გა­მარ­თულ­მა ორ­თაბ­რძო­ლამ. შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლის და­ღეს­ტნე­ლი მებ­რძო­ლი ირ­ლან­დი­ელ კო­ნორ მა­კგ­რე­გორს შეხ­ვდა. მთა­ვა­რი ბრძო­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი ნურ­მა­გო­მე­დო­ვი გახ­და. და­ღეს­ტა­ნე­ლი მებ­რძო­ლის­თვის ეს რი­გით 27-ე გა­მარ­ჯვე­ბა იყო. ამ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა მას ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი "მერ­სე­დე­სი" აჩუ­ქა.
ambebi.ge

ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე მიღებული ფულადი პრემია საქველმოქმედო ფონდებს გადაურიცხა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ინიციატივით, საქველმოქმედო მიზნით 300 000 ლარის ოდენობის თანხას საქართველოში არსებული სამი საქველმოქმედო ფონდი თანაბრად მიიღებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“,  „ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდი“ და „სოლიდარობის ფონდი“ - სწორედ ესაა ის სამი ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრების ფეხბურთელები ეხმარებიან.
თანხა, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციებში გადაირიცხა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის პირველობისთვის მიიღო. ფედერაციის ინიციატივით, თანხის ნაწილი, პრემიის სახით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გადაეცათ, ხოლო ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა.
28 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა , პირველმა ვიცეპრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდისა და ციცინათელების სახლის ბენეფიციარები მოინახულეს. სტუმრებმა ფონდების ხელმძღვანელობას გაწეული საქმიანობისთვის მადლობისა და მეგობრობის ნიშნად სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისური  გადასცეს.
დღესვე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სოლიდარობის ფონდს შორის. ლევან კობიაშვილმა და ია მაქაცარიამ 100 000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დონაციის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებს მოხმარდებათ.
imedinews.ge

რა სქემა გაშიფრა გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით 10 წლის წინ განხორციელებული ტრანზაქციისა და შემდეგ განვითარებული მოვლენები გაშიფრა. დეტალები გენერალურმა პროკურატურამ დღეს ბრიფინგზე გაასაჯაროვა.  

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სქემა, რომელზეც პროკურატურა საუბრობს, 2008 წელს იწყება. კერძოდ საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2008 წლის 21 მარტს "თიბისი ბანკი" კომპანია "სამგორი M-ზე" 7 მლნ 800 ათასი დოლარის სესხს გასცემს, 29 აპრილს დამატებით 1 მლნ 300 ათას დოლარს.
ამ დროის მონაცემებით, "სამგორი M"-ის წარმომადგენლებად პროკურატურის ინფორმაციაში, ვახტანგ წერეთელი და ნოე თოფურია არიან მოხსენიებული. ამ სესხების გაცემიდან დაახლოებით ერთ კვირაში "თიბისი ბანკი" მორიგ სესხს გაცემს, ისევ ორ ტრანზაქციად, ჯამურად სესხის ოდენობა 7 მლნ 564 ათასი დოლარი იყო. ამ კომპანიის წარმომადგენლადაც პროკურატურის ინფორმაციაში დასახელებულები არიან ვახტანგ წერეთელი და დავით ჭუბაბრია.
ამის შემდეგ, როგორც საგამოძიებო უწყება ამბობს, ორივე კომპანია სესხის მიღებისთანავე, თანხებს უბრუნებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ანუ იმ ბანკის დამფუძნებლებს, საიდანაც სესხი აიღეს. კერძოდ, მამუკა ხაზარაძე 21 და 29 აპრილს "სამგორი M"-ისგან სესხის სახით ჯამში 8 მლნ 982 ათასზე მეტ ლარს იღებს, ხოლო ბადრი ჯაფარიძე იმავე თარიღებში და იმავე კომპანიისგან ჯამურად 4 მლნ 236 ათას ლარზე მეტს.
მორიგი ტრანზაქცია, დაახლოებით ერთ კვირაში ისევ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებზე და ამჯერად "სამგორი თრეისისგან" ხორციელდება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2008 წლის 7 მაისს მამუკა ხაზარაძე "სამგორი თრეიდისგან" სესხულობს 7 504 ათას ლარზე მეტს, ხოლო ბადრი ჯაფარიძე 3 მლნ 539 ათას ლარზე მეტს.
გამოძიების ინფორმაციით, მას შემდეგ რაც "თიბისი ბანკის" მიერ ორ კომპანიაზე გაცემული სესხი ასევე სესხის სახით მიდის ამავე ბანკის დამფუძნებლებთან, ისინი პროკურატურის მტკიცებით, პირადი სესხების გადასაფარად მთლიან თანხას რიცხავენ ფიზიკური პირებისა და ოფშორული კომპანიის ანგარიშებზე.
ამ დრომდე უცნობია, ვინ არიან ეს ფიზიკური პირები.
რაც შეეხება ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას, პროკურატურის ინფორმაციით, სქემა ასე გრძელდება, სესხების გაცემიდან 4 წლის შემდეგ, 2012 წელს "სამგორი M"-ის და "სამგორი თრეიდის" სასესხო ვალდებულებები ოფშორულმა კომპანიამ გადაიწერა, ისე, რომ მსესხებლების მიმართ, კერძოდ ვახტანგ წერეთელს, ნოე თოფურიას და დავით ჭუბაბრიას მიმართ, არანაირი სანქციები არ გატარებულია. ის ოფშორული კომპანია კი, რომელმაც საბოლოოდ გადაიწერა, "თიბისი ბანკის" მიერ "სამგორი M"-სა და "სამგორი თრეიდზე" გაცემული სესხები არის "მარტელო გრუპ ლიმიტედი", რომლის წამომადგენლად პროკურატურის მონაცემებში პაატა ღაძაძე ფიქსირდება. ღაძაძე მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე ბანკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო. ახლა ის "თიბისი დაზღვევის" ხელმძღვანელია და დღეს "ქრონიკასთან" საუბარში ამბობს, რომ 10 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე არაფერი ახსოვს.
დღეს გენერალურ პროკურატურაში ასევე განაცხადეს, რომ "თიბისი ბანკის" საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა გრძელდება. თუმცა ვინ აძლევს გამოძიებას ჩვენებას ამის გამჟღავნება პროკურატურას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, გენერალური პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი ჩაშლილ საკომიტეტო მოსმენაზე პასუხი იყო. 
"იქ ბრალდება არ მომისმენია, ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები და ძალიან სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციებისა, რომელიც არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია და არანაირად არ შეიძლება, სესხის გაცემის შეფასება, ბალანს გარეთ სესხის გატანა პროკურატურის კომპეტენცია იყოს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 
ახლა რაც არ უნდა იხტუნაონ, ფულის გათეთრება გამორიცხულია, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ავთო წერეთელმა სააგენტო GBC-ს განუცხადა. მისივე თქმით, ბანკის მიერ ვალის ჩამოწერის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
„ჩამოწერა ერქვა, ახალახანს რომ განხორციელდა, „თიბისიმ“ მსესხებლებს 10 მილიონი რომ ჩამოაწერა. რატომ ამაზე არაფერს ამბობენ“, - აცხადებს ავთო წერეთელი.
ამასთან, პროკურატურის ლექსიკაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც მისი ვინაობის გაცხადებისგან დღევანდელ ბრიფინგზე თავი შეიკავა, წინა შემთხვევისას კი დაასახელა, რის გამოც, გაუთქმელობის შეთანხმების დარღვევაზე შეუძლია მხარემ უჩივლოს და თავს ვერც გაიმართლებს.
ავთო წერეთელი აცხადებს, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს თავისი ფული ასესხა – აღებული კრედიტი უკვე მის განკარგულებაში იყო და ვისაც უნდა იმას მისცემდა.
21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბანკიდან წავიდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 
imedinews.ge

ვენაში მეოთხე დღეა, ქართველ სტუდენტს ეძებენ - რას ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში

ავ­სტრი­ა­ში, ქა­ლაქ ვე­ნა­ში, უკვე მე­ო­თხე დღეა ქარ­თველ სტუ­დენტს, ანრი ლო­მი­ძეს ეძე­ბენ. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ავ­სტრი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო­ში აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სა­ტე­ლე­ფო­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბა უკვე შე­ვი­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­კონ­სუ­ლო მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე იმ­ყო­ფე­ბა ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან და და­კარ­გუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან.
ambebi.ge

ვალდანო:„ეს ყველაფერი რონალდუს წასვლამ გამოიწვია“

ხორხე ვალდანო „ელ კლასიკოს“ გამოეხმაურა...

„0-3 ნამდვილად არ არის ის შედეგი, რომელიც რეალობას ასახავს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი კრიშტიანო რონალდუს წასვლამ გამოიწვია.“

„პრობლემა ის არის, რომ ლიდერი 18 წლის ბავშვია. დიახ, ვინიციუსს დიდი მომავალი აქვს, მაგრამ წინ კიდევ არის საჭირო დამატებითი რესურსის მოძიება.“

„„ბარსას“ კვლავ სუპერ კლასი აქვს, „რეალს“ კი აღარ.“
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში