Thursday, February 28, 2019

ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე მიღებული ფულადი პრემია საქველმოქმედო ფონდებს გადაურიცხა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ინიციატივით, საქველმოქმედო მიზნით 300 000 ლარის ოდენობის თანხას საქართველოში არსებული სამი საქველმოქმედო ფონდი თანაბრად მიიღებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“,  „ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდი“ და „სოლიდარობის ფონდი“ - სწორედ ესაა ის სამი ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრების ფეხბურთელები ეხმარებიან.
თანხა, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციებში გადაირიცხა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის პირველობისთვის მიიღო. ფედერაციის ინიციატივით, თანხის ნაწილი, პრემიის სახით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გადაეცათ, ხოლო ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა.
28 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა , პირველმა ვიცეპრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდისა და ციცინათელების სახლის ბენეფიციარები მოინახულეს. სტუმრებმა ფონდების ხელმძღვანელობას გაწეული საქმიანობისთვის მადლობისა და მეგობრობის ნიშნად სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისური  გადასცეს.
დღესვე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სოლიდარობის ფონდს შორის. ლევან კობიაშვილმა და ია მაქაცარიამ 100 000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დონაციის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებს მოხმარდებათ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment