Sunday, March 3, 2019

4 მარტიდან ბუდაპეშტის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები წესდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 4 მარტიდან 2-თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კერძოდ, ს.კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ივ. ბერიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე.
"ლისის ტბიდან ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ 
ადგილობრივი მოსახლეობისათვის იქნება ნებადართული. ხოლო, ლისის ტბის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე ვ. ჩიქოვანის ქუჩის გავლით საიდანაც გზას ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ,"- წერია ინფორმაციაში.
imedinews.ge

ბათუმში მომხდარ ფაქტზე, სადაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან პაციენტების მნახველებმა ერთმანეთი დაჭრეს, 5 პირი დააკავეს

ბა­თუმ­ში რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ხუთი პირი და­ა­კა­ვა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

 მათ გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით ედა­ვე­ბა: სსკ-ის 117 მუხ­ლით ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ-მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას, სსკ-ის 236-ე მუხ­ლით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლ-სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა შე­ნახ­ვი­თა და სსკ-ის 239-ე მუხ­ლით ია­რა­ღით ჩა­დე­ნილ ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს. და­კა­ვე­ბუ­ლებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 4-დან 7-წლამ­დე ვა­დით ემუქ­რე­ბა.
ბა­თუმ­ში, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­ცი­ენ­ტე­ბის მნახ­ვე­ლებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. 
არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხუ­ბის დროს ორი ადა­მი­ა­ნი ცივი ია­რა­ღით და­იჭ­რა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბი­სას სულ 6 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის ორი მათ­გა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ბა შე­და­რე­ბით მძი­მეა. მათ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­დათ. ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბულ ოთხ პირს, ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ად­გილ­ზე გა­ე­წი­ათ პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა.
ambebi.ge

პიკე:„მსურს მივმართო „რეალის“ ქომაგებს, რომლებიც ბერნაბეუზე იყვნენ“

ჟერარ პიკემ „ელ კლასიკოს“ შემდეგ კომენტარი გააკეთა და მადრიდელ ქომაგებსაც მიმართა...

„„რეალი“ არ დანებდება, ამის მჯერა და ვიცი, რომ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. ეს იყო უდიდესი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის.“

„რამოსის და მესის მომენტი კარგად დავინახე, რადგან ახლოს ვიყავი.“

„მსურს მივმართო ქომაგებს, რომლებიც ბერნაბეუზე იყვნენ. დასაფასებელია ის განწყობა, რომელიც მათ „ბარსელონას“ ფეხბურთელების მიმართ ჰქონდათ, აქედან გამომდინარე, ნამდვილად სასიხარული პრეცენდენტი დაფიქსირდა.“
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პატრიარქმა დიდ მარხვასა და ბოლო ჟამზე იქადაგა

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღევლინა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ დიდ მარხვასა და ბოლო ჟამზე ილაპარაკა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა დიდ მარხვაში ყოველ კვირას ეზიაროს, რათა გაძლიერდნენ.
"მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი, მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ მე, მე მწყუროდა და თქვენ მასვით, მე ვიყავი საავადმყოფოში ან ციხეში და თქვენ მომინახულეთ მე. მარცხენა მხარეს ეტყვის, მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთ, მწყუროდა და თქვენ არ მასვით, ეს გვაფიქრებინებს იმის შესახებ, რა უნდა ვაკეთოთ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი თავად ირჩევს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. სახარებაში წერია, ჟამი ახლოს არს. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის, მთელი მსოფლიოს მარჯვნივ დგომა. მარჯვენა არის ღვთის სადიდებელი.
ღმერთმა ინებოს, რომ ეს მარხვა იყოს სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. სიხარული მოგანიჭოთ უფალმა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს საქართველოში“, - განაცხადა ილია მეორემ.
ქადაგების შემდეგ პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა და მღვდელი დეკანოზის ხარისხში აიყვანა.
მართლმადიდებელი ეკლესია ხორციელის კვირას აღნიშნავს. დიდმარხვა წელს 11 მარტიდან დაიწყება და 28 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება
imedinews.ge

ანსამბლმა „რუსთავმა“ საიუბილეო ანთოლოგია გამოსცა

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით საიუბილეო ანთოლოგია “რუსთავი 50 - 400 ქართული ხალხური სიმღერა“ გამოიცა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ანთოლოგიის შედგენაზე ანზორ ერქომაიშვილმა, მიხეილ კილოსანიძემ, ვახტანგ როდონაიამ, თამარ გელოვანმა და ქეთევან გოგავამ იმუშავეს.
წიგნი ქართულ-ინგლისურ ენებზეა შედგენილი. გამოცემაში აღწერილია ანსამბლის ისტორია, აგრეთვე, თავმოყრილია 50 წლის განმავლობაში უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები. მკითხველი საქართველოსა და უცხოეთის არქივებში დაცულ მასალებს და ფოტო არქივსაც გაეცნობა.
ანსამბლი „რუსთავი“ ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად 1968 წელს დააარსა. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას.
დღიდან დაარსებისა, ანსამბლს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში 7000-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული. ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით
imedinews.ge

ვინ არიან ფოთსა და სენაკში დაკავებულები, რომლებსაც ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" კავშირში ედებათ ბრალი

სე­ნაკ­სა და ფოთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, შსს-მ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 3 წევ­რი და­ა­კა­ვა, რომ­ლებ­საც ბრა­ლად ედე­ბათ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში🙏 საქართველოს საპატრიარქო.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 42 წლის ირაკ­ლი ჩხენ­კე­ლი; ასე­ვე წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი - 40 წლის მა­ნუ­ჩარ გა­ბუ­ნია და 41 წლის მა­მუ­კა ლაგ­ვი­ლა­ვა.
გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს კავ­ში­რი ჰქონ­დათ უცხო­ეთ­ში მყოფ ე.წ. "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან" - ლა­ვას ოღლი, იგი­ვე მინ­დია გო­რა­ძეს­თან, ჯუმ­ბერ ბა­ი­რა­მი­დით­თან (ზედ­მეტ­სა­ხე­ლად "ბონ­ჩო"), სტავ­რო ბა­ი­რა­მიდ­თან - (ზედ­მეტ­სა­ხე­ლად "როკო"), დათო ჩხიკ­ვიშ­ვილ­თან, მე­რაბ მზა­რე­ლუ­ას­თან და რო­ლანდ გე­გეჭ­კორ­თან.
ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქეს ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან შე­თან­ხმე­ბით, „ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა“ მო­უ­წყეს და დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხას სძა­ლავ­დნენ.
"უაღ­რე­სად და­დე­ბი­თი ბი­ჭია. დღეს რა მოხ­და არა­ფე­რი ვიცი. ვუ­რე­კავ მის ოჯა­ხის წევ­რებს, მაგ­რამ ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი. რო­გორც ვფლობ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ყვე­ლას ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­არ­თვეს. მარ­თა­ლია ნა­სა­მარ­თლე­ვია, მაგ­რამ რა მოხ­და მა­შინ არა­ვინ იცის. არჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ბი­ჭია. ჩვენ ნა­თე­სა­ვებ­მა რაც ვიცი ესაა. ყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. ერთი სტუ­დენ­ტია, მე­ო­რე კი სკო­ლის მოს­წავ­ლე. ჩვენ­თვის დღე­ვან­დე­ლი მისი და­კა­ვე­ბა ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან მას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და იმ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებ­თან რა­ზეც არის სა­უ­ბა­რი. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ რაც გა­ვი­გე იმით“ - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მუ­კა ლაგ­ვი­ლა­ვას ახ­ლო­ბე­ლი.
შსს-ში აცხა­დე­ბენ რომ, გა­მო­ძი­ე­ბა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
ავ­ტო­რი: მაია ძა­გა­ნია
ambebi.ge

თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი დაიხურა

თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი ამერიკელი გიტარისტის პეტ მეთენის კონცერტით დაიხურა. 20 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე მელომანებისთვის ცნობილი კომპოზიციები გაორკესტრებული ვერსიით შეასრულა.
მას აკონპანირებას თბილისის სიმფონიური ორკესტრი უწევდა, რომელსაც ვახტანგ კახიძემ უდირიჟორა. მუსიკოსი საქართველოში შეკრებილი მელომანების წინაშე საათნახევრის განმავლობაში უკრავდა.
თბილისის 22-ე ჯაზფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით Tbilisi Big-Band & New Jazz Generation გაიხსა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში