Sunday, March 3, 2019

ვინ არიან ფოთსა და სენაკში დაკავებულები, რომლებსაც ე.წ. "კანონიერ ქურდებთან" კავშირში ედებათ ბრალი

სე­ნაკ­სა და ფოთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, შსს-მ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 3 წევ­რი და­ა­კა­ვა, რომ­ლებ­საც ბრა­ლად ედე­ბათ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში🙏 საქართველოს საპატრიარქო.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 42 წლის ირაკ­ლი ჩხენ­კე­ლი; ასე­ვე წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი - 40 წლის მა­ნუ­ჩარ გა­ბუ­ნია და 41 წლის მა­მუ­კა ლაგ­ვი­ლა­ვა.
გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს კავ­ში­რი ჰქონ­დათ უცხო­ეთ­ში მყოფ ე.წ. "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან" - ლა­ვას ოღლი, იგი­ვე მინ­დია გო­რა­ძეს­თან, ჯუმ­ბერ ბა­ი­რა­მი­დით­თან (ზედ­მეტ­სა­ხე­ლად "ბონ­ჩო"), სტავ­რო ბა­ი­რა­მიდ­თან - (ზედ­მეტ­სა­ხე­ლად "როკო"), დათო ჩხიკ­ვიშ­ვილ­თან, მე­რაბ მზა­რე­ლუ­ას­თან და რო­ლანდ გე­გეჭ­კორ­თან.
ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქეს ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან შე­თან­ხმე­ბით, „ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა“ მო­უ­წყეს და დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხას სძა­ლავ­დნენ.
"უაღ­რე­სად და­დე­ბი­თი ბი­ჭია. დღეს რა მოხ­და არა­ფე­რი ვიცი. ვუ­რე­კავ მის ოჯა­ხის წევ­რებს, მაგ­რამ ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი. რო­გორც ვფლობ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ყვე­ლას ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­არ­თვეს. მარ­თა­ლია ნა­სა­მარ­თლე­ვია, მაგ­რამ რა მოხ­და მა­შინ არა­ვინ იცის. არჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ბი­ჭია. ჩვენ ნა­თე­სა­ვებ­მა რაც ვიცი ესაა. ყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. ერთი სტუ­დენ­ტია, მე­ო­რე კი სკო­ლის მოს­წავ­ლე. ჩვენ­თვის დღე­ვან­დე­ლი მისი და­კა­ვე­ბა ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან მას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და იმ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებ­თან რა­ზეც არის სა­უ­ბა­რი. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ რაც გა­ვი­გე იმით“ - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მუ­კა ლაგ­ვი­ლა­ვას ახ­ლო­ბე­ლი.
შსს-ში აცხა­დე­ბენ რომ, გა­მო­ძი­ე­ბა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
ავ­ტო­რი: მაია ძა­გა­ნია
ambebi.ge

No comments:

Post a Comment